
საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფიდან გავიდა. უკრაინამ 74:61 დაამარცხა ბელგია, ხოლო ეს შედეგი კოკოშკოვის გუნდს აძლევდა ხელს. ევროპის ჩემპიონატის ერთადერთმა დებიუტანტმა საქართველომ D ჯგუფში 2 მოგება და 3 წაგება დააგროვა, რაც საკმარისი აღმოჩნდა მესამე, გამსვლელი ადგილის დასაკავებლად.