14:59 საქართველოს გერბი | |
საქართველოს სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან და ჰიმნთან ერთად, შემოღებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა2004 წლის 10 ოქტომბრიდან (მიღებულია პარლამენტის მიერ და ხელმოწერილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2004 წლის1 ოქტომბერს). სახელმწიფო გერბის ავტორია მხატვარი, ჰერალდიკოსი მამუკა გონგაძე, ხოლო დევიზისა – ვალერი ბახტაძე და თამაზ ნანიტაშვილი. თავდაპირველი, საკონკურსო ვერსიით, გერბი იმეორებდა ბაგრატიონთა საგვარეულო გერბის კონცეფციას და გამომსახველობას, თუმცა მრავალი განხილვის (სახალხო, თუ საპარლამენტო) შემდეგ, გერბის ძირითადმა ნაწილმა მიიღო შედარებით მარტივი კომპოზიცია: წმინდა გიორგის ვერცხლიფერი გამოსახულება მეწამულ ფარზე. 2004-2005 წწ ბრიტანეთის ჰერალდიკოსთა კოლეჯის რეკომენდაციებით მოხდა გერბის დახვეწა და ჩამოყალიბდა საბოლოო, დღევანდელი სახით, რაც პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებებით დაამტკიცა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ორგანული კანონით დადგენილია საქართველოს სახელმწიფო გერბის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოს, აღწერილობა, მისი გამოსახვის ფორმები, გამოყენების სფერო, გამოყენებისა და დაცვის წესი, ასევე შექმნილია სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების მიზნით, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო. საქართველოს სახელმწიფო გერბი გამოისახება სახელმწიფო და მცირე სახელმწიფო გერბების ფორმით, ერთ ფერში, ჰერალდიკური დაშტრიხვით ან მის გარეშე. ისტორიაახალი სახელმწიფო ატრიბუტიკის შექმნაზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 1992 წლის მოწვევის პარლამენტმა მიიღო. ახალი გერბის შემოღება მოხდა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ახალი სახელმწიფო დროშისა და ჰიმნის მიღების შემდეგ, რაზეც მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ატრიბუტიკის პრობლემათა შემსწავლელი და წინადადებათა შემმუშავებელი დროებითი სახელმწიფო კომისია, პარლამენტის წევრ ელდარ შენგელაიას თავმჯდომარეობით. აღნიშნულმა კომისიამ ჩაატარა „სახელმწიფო გერბის და გერბის დევიზის პროექტების" კონკურსი, სადაც სახელმწიფო გერბის გამარჯვებულ ავტორად მხატვარ-ჰერალდიკოსი მამუკა გონგაძე დასახელდა, ხოლო დევიზისა - ვალერი ბახტაძე და თამაზ ნანიტაშვილი (ორივე ავტორი საერთო გადაწყვეტილებამდე დამოუკიდებლად მივიდა). გერბის პროექტის პირველი ვარიანტი, ეფუძნებოდა მემკვიდრეობითობის პრინციპს და ავტორის განცხადებით ეხმიანებოდა, როგორცსაქართველოს სახელმწიფოს ისტორიას, ისე მის დღევანდელობას. ის არსებითად ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის გვიანი შუასაუკუნეების საგვარეულო გერბზე იყო აგებული: წარმოადგენდა ოქროს არშიიან, ოქროს ჯვრით გაკვეთილ-გადაკვეთილ ჰერალდიკურ ფარს, ცენტრში მცირე ჰერალდიკური ოქროს არშიიანი ფარით. მცირე ფარში, ძოწის ველზე გამოსახული იყო მაცხოვრის ვერცხლის (თეთრი) კვართი. სახელმწიფო გერბის პირველ-მეოთხე ნაწილებში, მეწამურ ველზე გამოსახული იყო ვერცხლის ჯვრით დაბოლოებული შუბით, ვერცხლის გველეშაპის განგმირავი ვერცხლის მხედარი, წმინდა გიორგი. ავტორის განმარტებით, წმ. გიორგიგანასახიერებდა ქრისტიანულ ტრადიციებს და ქართველი ხალხის მებრძოლ სულს, ის აგრეთვე ერთგვარად „ახმოვანებდა" გერბს, რადგან საქართველოს ბევრ ენაზე გეორგიად (Georgia) იწოდება. წმ. გიორგის გამოსახულების გამეორება იმით აიხსნა, რომ საქართველოში წმინდანს ხსენებას წელიწადში ორჯერ ზეიმობენ. მეორე ნაწილში ლაჟვარდოვან ველზე, გამოსახული იყო ორი ოქროს ისრით განგმირული ოქროს მთა-ვულკანი, რაც აღმოსავლეთ საქართველოს - იბერიის ისტორიულ სიმბოლოს წარმოადგენდა. მესამე ნაწილში ლაჟვარდოვან ველზე, გამოსახული იყო ოქროს საწმისი - კოლხეთის და საქართველოს ქრისტიანობამდელი კულტურის სიმბოლო. ფარს თავზე ედგა ქართული („ივერიული") გვირგვინი, ხოლო ფარისმტვირთველები - ოქროს ორი ლომი. ფარის საფუძველი (საყრდენი) გამოსახავდა ვაზის ქართულ, სტილიზებულ ორნამენტს, ჩაწნული სადევიზე ბაფთით. ბაფთაზე მოთავსებული იყო დევიზი („ძალა ერთობაშია"), მხედრული ანბანით.. სახელმწიფო გერბი საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცა 2004 წლის 1 ოქტომბერს „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მიღებით, რაც იმავე დღესვე იქნა ხელმოწერილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ. მანამდე, ამ ყველაფერს წინ უსწრებდა საერთო სახალხო ერთთვიანი განხილვა და შემდეგ, კანონ-პროექტის განხილვები საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე პარლამენტში (მაისი-ოქტომბერი)[, სადაც გამოითქვა არა ერთი მოსაზრება, თუ შენიშვნა (მაგ. ზედმეტი ეკლესიურობა - კვართი; ორი წმ. გიორგის ნაცვლად დარჩენილიყო ერთი; ლომების არაქართული გამომსახველობა; ნაკლი ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით და რომ სახელმწიფო სიმბოლიკა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს „ცოცხლად" უნდა ასახავდეს და ა. შ.), წარმოდგენილ იქნა აგრეთვე უცხოეთის ჰერალდიკური ორაგნიზაციებისა და ჰერალდიკოსების მოსაზრებები სახელმწიფო გერბის გამარჯვებულ პროექტთან დაკავშირებით, რომელთაც მხარი დაუჭირეს პროექტს. საბოლოო ვარიანტად გადაწყდა დარჩენილიყო მხოლოდ წმინდა გიორგის გამოსახულება მეწამულ ფარზე, რაც იქნა კიდეც მიღებული. კანონი ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე 2004 წლის 10 ოქტომბერს. გერბზე მუშაობა მისი მიღების შემდეგაც გაგრძელდა: კონკურსის დამთავრებისა და გამარჯვებულის გამოვლინების შემდეგ, რომელიც 2004 წლის მაისში შედგა, გადაწყდა, რომ გერბის პროექტი სხვადასხვა ქვეყნის ჰერალდიკურ ორგანიზაციებში გადაგზავნილიყო, საქართველოში ჰერალდიკური ტრადიციის და შესაბამისი ბაზის არ ქონის გამო. ჯერ კიდევ საპარლამენტო განხილვების პერიოდში,ინგლისის ჰერალდიკურმა კოლეგიამ კომისიას წინადადებით მიმართა, გერბის ეტალონზე მუშაობა ინგლისში ჩატარებულიყო. პრეზიდენტთან შეთანხმებით, პროექტის ავტორი ორი კვირის განმავლობაში (11-26 დეკემბერი, 2004 წელი) გერბის ეტალონზელონდონში, ბრიტანეთის ჰერალდიკოსთა კოლეჯში (დაარსებულია მე-15 საუკუნეში) მუშაობდა. კოლეჯის მხატვარ-ჰერალდიკოსთა კონსულტაციების და რჩევების საფუძველზე, აგრეთვე ტექნიკური დახმარებით გერბის ავტორმა მამუკა გონგაძემ შექმნა საქართველოს სახელმწიფო გერბის და მცირე სახელმწიფო გერბის ფერითი ეტალონი, საქართველოს სახელმწიფო გერბის კონტურული და დაშტრიხული ეტალონი. სახელმწიფო გერბში შეტანილ იქნა ზოგიერთი არაკონცეპტუალური ხასიათის ცვლილება. კერძოდ: სადევიზე ბაბთა გახდა ორმხრიანი - წინა მხარე დარჩა უცვლელი და თავსა და ბოლოში გამოისახა საქართველოს სახელმწიფო დროშის მცირე ჯვრები, უკანა მხარეს კი გაუჩნდა წითელი-მეწამული ფერი - ამით სახელმწიფო გერბი და სახელმწიფო დროშა სიმბოლურად გაერთიანდნენ; ფარის ფორმა შესწორდა - მიიღო ე. წ. „ევროპული ფორმა", რაც ტრადიციული იყო საქართველოსთვის; გვირგვინში დაამატეს ვერცხლისფერი თვლები (მარგალიტები); ფარისმტვირთველ ლომებს შეუსწორდათ ენის ფორმა და თვალები; მიღებულ გერბზე ვაზის ორნამენტი ნატურალურად იყო გამოსახული, რაც ჰერალდიკურად გაუმართლებლად მიიჩნიეს და საბოლოო ვარიანტში პოსტამენტი ჩამოყალიბდა ტრადიციული ქართული ორნამენტის „ვაზის წნულის" სახით. მასზე გამოისახა ვაზის ოქროს ფოთოლი. აღნიშნული და სხვა, იურიდიული ხასიათის შესწორებების გათვალისწინებით, პარლამენტმა შეიტანა ცვლილება ორგანულ კანონში (სულ სამი), რითაც მიღებულ იქნა სახელმწიფო გერბის საბოლოო მიმდინარე ვერსია. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |
Traction Theme by The Theme Foundry
Copyright MyCorp © 2024 | Website Builder Templates | Free site builder - uCoz