მთავარი » 2011 » აგვისტო » 18 » "თეთრი პერანგი"
15:16
"თეთრი პერანგი"

"ის მიდის ჯვრისკენ თეთრი პერანგით 
- ჯვარს აცვი! - 
ისმის ანჩხლი კიკინი 
და მოსროლილი ვით ბუმერანგი 
ბრუნდება ჩვენში ეკლის გვირგვინით. 
ირევა ხალხი, როგორც ამინდი, 
ცოტა მართალი, ბევრი ვერაგი, 
მზე ჩადის, როგორც ძოწის ქლამინდი, 
ის მიდის ჯვრისკენ თეთრი პერანგით. 
...ტყვიაგაუმტარ ფანჯრების სისქეს 
უსაფრთხოება მიაქვს კეისის, 
ჩვენ ხან ლექსუსით მივდივართ ჯვრისკენ, 
ხან საკუთარი აირვეისით 
და საფინანსო გაწეულ რისკებს 
თან გაკოტრების ახლავს შიშები, 
მივალთ... მივდივართ... მივიმღერთ ჯვრისკენ, 
ჩვენი საბანკო ანგარიშებით. 
იერუსალიმს აღდგომა მოდის, 
დელეგაციის საუბარს ვისმენ, 
- ბარგის წონაზე მოგიხდით ბოდიშს - 
და ოქროს ჯვრებით მივდივართ ჯვრისკენ. 
ის მიდის ჯვარზე თეთრი პერანგით.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 833 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

გაუზიარე მეგობრებს

ძებნა

შესვლის ფორმა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა, ინგლისური ენის იძულებით სწავლებას?
სულ პასუხი: 39

მინი-ჩატი

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

www.wsa.ge
სულ საიტზე 6
სტუმრები 6
მომხმარებლები 0