13:02 შეშლილი მსოფლიო | |
პოლონელმა დაივერებმა - ევა და პაველ ბორკოვსკებმა ერთმანეთი წყალქვეშ გაიცნეს. ამიტომ ქორწილიც წყალქვეშ გადაიხადეს. 5 მ სიღრმეზე გამართულ ცერემონიას ჰიდროკოსტიუმებში გამოწყობილი მღვდელი და 275 სტუმარი ესწრებოდა, რაც გინესის რეკორდიც გამოდგა (წინა რეკორდი - 261 ადამიანი - იტალიელებს ეკუთვნოდათ). ამერიკელი ქალები მეოთხე წელია აქციებს მართავენ, რათა დაიცვან ქალთა "წმიდათაწმიდა" უფლება - იარონ შიშველი მკერდით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში "მამაკაცების დარად". წელს აქციას სოლიდარობის ნიშნად, ბიუსტჰალტერებიანი მამაკაცებიც შეუერთდნენ... "შიშველი მკერდით სიარულის უფლებას ქალებს გვაძლევს 2007 წელს მიღებული კონსტიტუციის მე-14 შესწორება, რომელიც ათანაბრებს მამაკაცთა და ქალთა უფლებებს. თუ ჩვენ პაპანაქება სიცხეში იძულებული ვართ მამაკაცების მოშიშვლებულ მკერდს ვუყუროთ, ჩვენმა შიშველმა მკერდმა რა დააშავა, უფრო მიმზიდველი არ არის?" - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 28 წლის ერთ ლონდონელ ქალბატონს ძალიან მოუნდა გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრა. მას შემდეგ კი, რაც აღმოაჩინა, რომ რამე განსაკუთრებული ნიჭი არ გააჩნია, გადაწყვიტა, ორიგინალური ხერხით ემოქმედა. როგორც ალიშიამ გაარკვია, რეკორდის დასამყარებლად საკმარისი იყო შიშველ ცოცხალ ქანდაკებად ყოფნა სულ ცოტა, ორი კვირის განმავლობაში. ამიტომ დიდხანს აღარ უფიქრია, ლონდონის ცენტრში, ერთ-ერთ ცნობილ მოედანზე, ცარიელ კვარცხლბეკზე სკამი დადგა, ზედ დედიშობილა მოკალათდა - მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი იქ ორი კვირის გატარება. გასაკვირი არ არის, რომ "გინესის წიგნის კანდიდატი" უმალვე იქცა ლონდონის "ტურისტულ ღირსშესანიშნაობად". 20 აგვისტოს შვეიცარიელმა თოკზე მოსიარულემ, მრავალგზის მსოფლიო რეკორდსმენმა ფრედი ნოკმა ცუგშპიცში (გერმანია) ახალი უნიკალური მსოფლიო რეკორდი დაამყარა - ზღვის დონიდან 2962 მ-ზე და დედამიწიდან 962 მ სიმაღლეზე გაჭიმულ საბაგიროს ფოლადის გვარლზე, რომელიც სიგრძით 1 კმ-ია, ხოლო დიამეტრი - სულ 5 სმ აქვს, 90 წუთის განმავლობაში ყოველგვარი დაზღვევის გარეშე გაიარა. მთავარი კი ის არის, რომ თავზე ხელაღებულ რეკორდსმენს ამჯერად ხელში წონასწორობის დასაცავად გრძელი ჯოხი ე.წ. ბალანსირიც კი არ ეჭირა! აღსანიშნავია, რომ ეს პირველი მიღწევაა დაგეგმილი "შვიდმაგი რეკორდიდან": მომდევნო თვე-ნახევრის განმავლობაში ნოკი გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის 7 ყველაზე მაღალი საბაგიროს. მასობრივი ”ტიტლიკანობით" სკანდალურად ცნობილმა დიზაინერმა და ფოტოგრაფმა სპენსერ ტუნიკმა თავისი ინსტალაცია, სახელწოდებით ”მძინარე მზეთუნახავები", ამჯერად ბელგიაში, ბრიუსელის მახლობლად მოაწყო. ტუნიკმა ტრადიციული სიშიშვლე ბოლო დროს პოპულარულ ბალიშებით ბრძოლასთან ”გააერთიანა". 800 მოხალისე ქალი და მამაკაცი ჰაასბეკის ციხესიმაგრის კედლებთან დედიშობილა შეება ერთმანეთს. მონაწილეთა მცირე ნაწილი ციხესიმაგრის ბაღსა და ორანჟერეაში შიშველ ქანდაკებებს განასახიერებდა. მომდევნო აქციას, მკვდარი ზღვის ”გადასარჩენად", ტუნიკი შემოდგომაზე ისრაელში გეგმავს... : )))) | |
|
სულ კომენტარები: 7 | ||
| ||
Traction Theme by The Theme Foundry
Copyright MyCorp © 2024 | Website Builder Templates | Free site builder - uCoz