- ,დედამიწა ოცნების წყალობით ბრუნავს,რეალობას თუ არ დაემორჩილე ,ოცნება გადაგყლაპავს..”
- ,,,სიყვარული ლამაზ გველს ჰგავს,ტკივილის გარდა არაფერი მოაქვს..”,მიზნის მისაღწევად ზალისხმევაა საჭირო”
- ,,ვინც ამქვეყნიურ გრძნობებს ემალება დიდი მოცეკვავე ვერასოდეს გამოვა..”
- ,,ადამიანი ცნობისმოყვარე რომ არ იყოს და ყველაფრის ამოხსნის სურვილი არ ჰქონდეს მეცნიერება ვერ იარსებებს..’‘
- ,,მეცნიერება მხოლოდ დაშვებული შეცდომების ხარჯზე მიიწევს წინ.”
- ,, დიდი მიზნის მისაღწევად მსხვერპლი უნდა გაიღო,თორემ მიზანს ვერ მიაღწევ.”
- ,,სხვის შეცდომებზე იშვიათად თუ ვინმე სწავლობს,ჯობია საკუთარ შეცდომებზე ისწავლო.”
- ,,ბუნება მსხვერპლის გარეშე ვერ იარსებებს,დანაკლისი დროთა განმავლობაში ივსება,ქმნილება კი რჩება”
- ,,დედამიწაზე დროებით ვართ,მოვალთ აქ და წასასვლელს შემდეგ ვპოვებთ..”
- ,,მეცნიერის ყველაზე დიდი სასჯელი მისი გულის გარდაცვალებაა”
- ,, გულს თუ უსმინე მხოლოდ შორს ვერ გაფრინდები”
- ,,დრო მდინარეს ჰგავს,არ ჩერდება ,მუდამ მიედინება”
- ,,ადამიანი ფიქრისთვის არის გაჩენილი”
- ,,დღეს გადადგმული არასწორი ნაბიჯის გაბათილება ხვალ კარი საქციელით შეიძლება.”
- ,,აკრძალული სიყვარული სამარადისოა!”
- ,,ქუჩაზე გადასვლისას ფრთხილად უნდა იყო და არა მარტო ქუჩაზე გადასვლისას,ცხოვრების გზაზეც დიდი სიფრთხილე გვმართებს..”
- ,,თვალები არასოდეს ტყუიან..”
- ,,როცა წარსულს ვიხსენებთ,იმაზე უკეთესად გვეჩვენება ,ვიდრე სინამდვილეში იყო..”
- ,,ბავშვები მშობლების გამო არ უნდა იტანჯებოდნენ..”
- ,,სიყვარული..ეს ერთგვარი ჩვევაა..”
- ,,ადამიანები წყალივით ცვალებადნი არიან,წყალი კი გამუდმებით მიედინება”
- ,,მამაკაცი გემს ჰგავს,ნავსაყუდელი სჭირდება ,თუ არადა ზღვაში დაიღუპება”
- ,,წარსულში გადადგმული არასწორი ნაბიჯი აწმყოში ტვირთად გვაწვება”
- ,,ცუდ ჩვევებს ადვილად ეჩვევი”
- ,,დალევ თუ არა მაშინვე სასმელის მონა ხდები”
- ,,გარეგნობით არასოდეს უნდა იმსჯელო”
- ,,სიყვარული გრძნობების გარეშე,იგივეა ,რაც ზღვა ტალღების გარეშე..”
- ,,ბედნიერების პოვნა ძალიან ძნელია”
- ,,ყველა სასიყვარულო ამბის ბოლო მხოლოდ ღმერთმა იცის…”
- ,,არასოდეს არ უნდა ჩაიქნიო ხელი საკუთარ ბედნიერებაზე”
- ,,სინდისი მიუკერძოებელი მსაჯულია,რომელსაც ვერსად წაუხვალ”
- ,,მამაკაცის გულს ცრემლებით ვერ დაიპყრობ,მამაკაცი თვალებით უნდა მოაჯადოვო..”
- ,,შეცდომების აღიარებას დიდი გამბედაობა ჭირდება”
- ,,ბედნიერება–ესაა იმის კეთების შესაძლებლობა რაც გსიამოვნებს…”
- ,, შენი სინდისი სიმართლეა და შენი ბედის მწერალი”
- ,,ოჯახის სიმტკიცე ქალზეა დამოკიდებული,მას შეუძლია ოჯახი ააყვავოს ან დააქციოს..”
- ,,თუ ადამიანს ცხოვრებაში არარაფერი შერჩა,მის ცხოვრებასაც აზრი ეკარგება”
- ,,ქმარი მხოლოდ საფეხურია იმ დიდი ბედნიერებისკენ ,რომელსაც შვილები და ოჯახი ჰქვია”
- ,,ცხოვრება ყოველთვის ვარდის ბაღს როდი ჰგავს..”
- ,,ფიცხი ცხენი დაღით იცნობა ,შეყვარებული ჭაბუკი კი– თვალებით”
- ,,ადამიანი ვერაფერს შექმნის ისეთს რაც ღმერთს შეუქმნია,ვერაფერს ისე მაღალს,როგორიც ცაა,ვერაფერს ისე უხვს,როგორიც წყალია და ვერაფერს ისე ლამაზს ,როგორიც დედამიწაა…”
- ,,წარსული და მომავალი ვერასოდეს შეხვდება ერთმანეთს,ბრძენი ისე ცხოვრობს ყოველი დღე უკანასკნელად მიაჩნია”
- ,,ოცნება რეალობიდან გამომდინარეობს,ცხოვრების თავდაყირა დაყენება შეუძლია”
- ,,ამქვეყნიური სიამოვნება წარმავალია”
- ,,დრო ღმერთის მსახურია,ის ბევრ რამეს ცვლის,რაც წინათ გაკეთებულა ის თავიდან შეიძლება გაკეთდეს”
- ,,სიყვარული ძალას მაგრად გვმატებს,რეალობა კი მათრახს მაგრად იქნევს..”
- ,,შიშს დიდი თვალები აქვს,რისიც გეშინია იმას ხედავ..;”
- ,,ის კარი არ უნდა გააღო ,რომლის დაკეტვაც არ შეგიძლია”
- ,,სიძულვილი ცუდი იარაღია,ბოღმა კარგი მრცეველი არაა..”
- ,,როცა რაღაცის გჯერა,უდაოდ მიაღწევ..”
- ,,ტკივილს უნდა მოერიო,რომ ბედნიერება მოიპიოვო”
- ,,ცხოვრება არც ისე საამურია,რომ საშინლად ვაქციოთ..”
- ,,ოსტატობა წლებთან ერთად მოდის..
- ,,ყვeლა ისე აღგიქვამს,როგორც შენ ხედავ საკუთარ თავს..”
- ,, ტანსაცმელი მხოლოდ ფასადია,ყველაზე ღირებული კი შიგნითაა,სულში და გულში”
- ,,ტანსაცმლით გვცნობენ და ჭკუით გვაფასებენ..”
- ,,სიყვარული ყინული არ არის ,ის არ ქრება,მან შეიძლება შენს გულში სამუდამოდ დაიდოს ბინა”
- ,,ბედნიერება მოუხელთებელია და კარებზე დაკაკუნებაც არ სჩვევია”
- ,,ცხოვრება ენერგიაა,ის არ იცვლება,ცხოვრება იქმნება!”
- სიყვარული და სიძულვილი ერთი ჯიშის მხეცები არიან,გვაიძულებენ შეუძლებელი შევძლოთ…’
,,საბრალო ნასტია’'
- ,,ცხოვრება ეშმაკის დადგმული კომედიაა,რაღაც ზღაპარი..მხოლოდ ქარის ხმა..სხვა არაფერი……”
- ,,ცხოვრების ხელოვნება სიძნელეების გადალახვის ხელოვნებაა..”
- ,,ადამიანები ქვები არ არიან,გრძნობები გააჩნიათ..”
- ,,ცხოვრების განსაცდელს ვერავინ აირიდებს თავიდან”
- ,,სიყვარული ვარსკვალავურ მტვერს გვამსგავსებს და ვბრწყინავთ კიდეც..”
- ,,ადამიანებს ,რომელთაც საერთო მოგონებები აერთიანებთ ერთმანეთისთვის უცხონი ვერასდროს იქნებიან”
- ,,ტკივილის გარეშე სიყვარული არ არსებობს,სიყვარული ცრემლებით მტკიცდება”
- ,,ადამიანები საკუთარი ღირსებებით უნდა დაფასდნენ და არა წინაპრების..”
- ,,თეატრში ნიჭიერი მსახიობები ყოველთვის როლებზე მეტია.”
- მწუხარებას მხოლოდ ცრემლებით ვერ უშველი”
- ,,სისასტიკე სხვისი ცხოვრების ჯოჯოხეთად ქცევაა”
- ,,ჯობია სასიამოვნო სათქმელი დროულად თქვა ,თორემ მერე შეიძლება ვეღარც კი მოახერხო ”
- ,,სიყვარული მარტო ნეტარება არ არის..”
,,ჭირვეული ანასტასია”
- ,,ცხოვრება ერთი დიდი შარაგზაა..უფლის წყალობით კი პატარ–პატარა დაბრკოლებებს ვაწყდებით”
- ,,მსხვერპლის გაღების უნარი სიყვარულის ერთერთი დამამტკიცებელი საბუთია”
- ,,ცხოვრება იმედს მაშინ გვაძლევს როცა არ ითხოვ”
- ,,თუ გზაზე სიკეთეს დავთესავთ,ფინალი აუცილებლად ბედნიერი იქნება”
- ,,ყველაფერში პოზიტიური უნდა ვეძიოთ.”
- ,,იმისთვის ,რომ ბრწყინვალებას მიაღწიო,მოთმინება უნდა იქონიო!”
- ,,იდიოტი ინგლისურადაც იდიოტია!” :–)
- ,, სიყვარული ერთადერთი დაავადებაა,რომელსაც ალოეთი ვერ განკურნავ ”:–)
- ,, ნუ მოუშლი კრაზანებს ბუდეს თუ არ გინდა რომ დაიკბინო ”
- ,,ფრთხილ კაცს ღმერთი იცავს”
- ,,ბედნიერება ზეციდან არ მოდის,ამაზე თავად უნდა იზრუნო”
,,ყურწამოკრული ფრაზები” სხვადასხვა სერიალებიდან :–)
- ,,ტკივილმა შეიძლება დიდ ადამიანად გაქციოს.”
- ,,ადამიანმა შეიძლება იცოცხლოს ჭამის,სმის გარეშე ,მაგრამ ერთგულების და სიყვარულის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია..”
- ,,უბედურება ქორივით დაგაცხრება,ხელის განძრევასაც ვერ მოასწრებ..”
- ,,სილამაზე მხოლოდ სავიზიტო ბარათია,ცხოვრებას აიოლებს პირველი შთაბეჭდილება”
- ,,მხედარი ტვინია,ცხენი კი გული..აი რა კავშირია მათ შორის..” (?)
- ,,სისადავე კარგია,მაგრამ უბადრუკობა არა!”
- ,,სიყვარული მდინარეს ჰგავს..მასში ორჯერ შესვლა შეუძლებელია!”
- ,,სიყვარული ბრმაა..ყველა ნაკლს ფარავს და სასურველ თვისებად აქცევს..”
- ,,დრო ყველაფრის მკურნალია,დღე დრეს მიჰყვება და ჭრილობებიც შუშდება..”
- ,,წვიმას ყოველთვის მზე მოყვება,გვირაბის ბოლოს ყოველთვის სინათლე ჩნდება ,ქარიშხალს კი სიმშვიდე მოსდევს…”
- ,,ახალგაზრდობა ქარია,გემის იალქანი კი გამოცდილება,ძლიერმა ქარმა შეიძლება ეკიპაჟი ჩაძიროს..”
- ,,თავიდან ყველას თვალით გვიყვარს,მერე კი გულით ვიწყებთ ყურებას”
- ,,მთავარია ადამიანის შიგნით რა არის,შოკოლადს რომ ვჭამთ ,ლამაზ ქაღალდს ვაგდებთ,მთავარია შიგნით რა გემო აქვს.”
- ,,ჩირადა არ ღირს ის სიყვარული,თვალები ცრემლით თუ არ აგივსო”
- ,,უსიყვარულოდ ცხოვრებს სიზმარს ჰგავს,რომელსაც მალე ივიწყებენ ან მარცვალს,რომელიც არ გაღვივდა.”
- ,,ცხოვრება დიდი მასწავლებელია,არ უნდა დანებდე,ფერფლიდან უნდა აღდგე და წინ იარო!”
|