მთავარი » 2011 » აგვისტო » 18 » საქართველოზე...
15:40
საქართველოზე...


ნუ ვეძებთ მკვლელებს საქართველოს ფარგლების გარეთ,
რადგან ქართველებს-ქართველები თვითონვე ჰკლავენ!
ნუ ვეძებთ სხვაგან ავაზაკებს და ქურდბცაცებს,
რადგან ქართველებს-ქართველები თვითონ ძარცვავენ!..

გადაგვარების ჩვენის მიზეზს ნუ ვეძებთ სხვაგან,
დამნაშავენი ყველაფერში, ჩვენა ვართ რადგან
და სჯობს სარკეში ჩავიხედოთ და ყველამ ერთად
პასუხი ჩვენი წახდენისთვის მოვთხოვოთ ჩვენ თავს !


---------------------------------------------------


ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.
ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, საქართველო ობლად რომ დარჩეს

პ.ს. ეს ლექსი შექსპირის სონეტებიდან არის. ჩემი აზრით, კარგად შეეფერება მისი შინაარსი დღევანდელ რეალობას და მაგიტომაც დავდე. (ბოლოში გადავაკეთე)
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1017 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

გაუზიარე მეგობრებს

ძებნა

შესვლის ფორმა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა, ინგლისური ენის იძულებით სწავლებას?
სულ პასუხი: 39

მინი-ჩატი

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

www.wsa.ge
სულ საიტზე 6
სტუმრები 6
მომხმარებლები 0