მთავარი » 2011 » აგვისტო » 25 » საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
15:11
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
{{{box_caption}}}
{{{box_caption}}}
თბილისი 15 Tbilisi.jpg
თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი - მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარია საქართველოში.
Sabinin. Glory of Iveria.jpg
მიხეილ საბინინის ხატი
"დიდება იბერიას"
დამაარსებელიანდრია პირველწოდებული
ავტოკეფალია486 წელი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიისგან1917წელი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან
აღიარებაავტოკეფალია აღიარებულია ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ 486წელს. ავტოკეფალიის აღდგენის აღიარება მოხდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ1943 წელს, ხოლო კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ1990 წელს.
წინამძღვარიუწმიდესი და უნეტარესი ილია IIსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიმთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტიბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა.
რეზიდენციათბილისი , მცხეთა
ტერიტორიასაქართველო
ენაქართული ენა
მრევლი3,500,000[1]
ოფიციალური ვებ-გვერდიpatriarchate.ge

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია - ერთ-ერთი უძველესი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.

ისტორიული წყაროები გვაუწყებს რომ ანდრია პირველწოდებული რომელიც საქართველოში ქრისტიანობის პირველ მქადაგებლად მოიხსენიება, თავისი მისიონერული მოგზაურობებისას სამჯერ იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. როგორც ლეონტი მროველი „ქართლის ცხოვრების" I ტომ­ში გვამცნობს,საეკლესიო გადმოცემით, ანდრია მოციქულმა ღვთისმშობლის ”აწყურის” ხელთუქმნელი ხატი საქართველოში ჩამოაბრძანა. თავდაპირველად, წმინდა ანდრია ტრაპიზონში შემოვიდა, შემდეგ გადავიდა „ქვეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების". ანდრია მოციქულმა ქართლში მღვდელნი და დიაკონნი დაადგინა, ხოლო პირველი ეკლესია ღვთისმშობლის სახელზე ააგო.

IV საუკუნის დამდეგს, 317 წელს, მოციქულთა სწორის, წმინდა ნინო კაპადოკიელის ძალისხმევით ქრისტიანობა გამოცხადდა იბერიის სამეფოს (აღმოსავლეთ საქართველო) სახელმწიფო რელიგიად. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალურია (დამოუკიდებელია) 484 წლიდან, მანამდე შედიოდა ანტიოქიისპატრიარქის დაქვემდებარებაში. სხვა მართლმადიდებლური ეკლესიებისაგან განსხვავებით, მას აქვს ზოგიერთი განსხვავება ლიტურგიულ წესებში.

V საუკუნის 60-70-იან წლებში მეფე ვახტანგ გორგასლის დროს და მისი თხოვნით, ბიზანტიის იმპერატორისა დაკონსტანტინეპოლის პატრიარქის შუამდგომლობით, ანტიოქიის საპატრიარქომ ქართლის ეკლესიას თვითმართველობა (ავტოკეფალია) მიანიჭა. , ხოლო მცხეთის ეპისკოპოსი აყვანილ იქნა კათალიკოსის პატივში.

კოლხეთის ტერიტორია ისტორიულ წარსულში დროის შესა­ბამისად სხვადასხვა საკათალიკოსო თუ საეპისკოპოსოს წარმოადგენდა. VII საუკუნის 30-იან წლებში ჰერაკლე კეისარმა ზღვის­პირა ტერიტორიები მიიტაცა.

ქალკედონის კრებაზე მიღებული კანონების თანახმად, წართმეული ტერიტორიები კონსტან­ტინეოპოლის ეკლესიის იურისდიქციაში შევიდა. VI-VIII საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი 3 საეკ­ლესიო ოლქი (გუდაყვის (გუდავის), საისინის (ცაიშის) და როდოპოლი­სის (ვარდციხის)). IX საუკუნეში დასავლეთი საქართველოს ეკლესია კონსტანტინოპოლის ეკლესიას საბოლოოდ გამოეყო და აქაც საკათალიკოსო მმართველობა იქნა შემოღებული. XI საუკუნის დასაწყისში (1010) საქართველოს ერთიანი მონარქიის შექმნის პროცესში მცხეთის (ქართლის) კათოლიკოსი აყვანილ იქნა პატრიარქის ხარისხში. ამ დროიდან მოყოლებული საქართველოს ეკლესიის უმაღლესი იერარქი ატარებდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სათავეში თავიდან იდგა არქიეპისკოპოსი, V საუკუნიდან – კათოლიკოსი, XI საუკუნიდან – კათოლიკოს-პატრიარქი, რომლის რეზიდენცია მცხეთაში იყო. დასავლეთ საქართველოს ჰყავდა თავისი კათოლიკოსი. მისი რეზიდენცია ბიჭვინთაში იყო, მაგრამ XV საუკუნემდე ემორჩილებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.

იერუსალიმელი პატრიარქი დოსითეოსი, რომელიც XVII საუკუნეში მოღვაწეობდა წერს:

ვიკიციტატა
„იბერიაში ორი ავტოკეფალური არქიეპისკოპოსია, რომელთაც ქართველე­ბი უწოდებენ კათალიკოსებს. ქვემო იბერიას, რომელსაც ძველად კოლხეთსა და ლაზიკას უწოდებდნენ აქვს ეპარქიები იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში აფხა­ზეთში, სვანეთსა და მესხეთის ნაწილში. ერეკლეს (610-641) შემდეგ ლევ ისავროსამდე (717-741) ქვემო იბერია უკვე იყო ავტოკეფალური სა­არქიეპისკოპოსო. ქვემო იბერიის კათალიკოსი პატივით უფრო მეტია ზემო იბერიის კათალიკოსზე, რადგანაც ლევ ისავროსის დროს, ის უკვე კათა­ლიკოსი იყო ქვემო იბერიისა."

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დიდ ეკონომიკური ძალაუფლება ჰქონდა, იგი ფლობდა დიდ მიწებს და ბევრ ყმა-გლეხებს. მისი ქონება იზრდებოდა მეფეებისა და ფეოდალებისაგან შემოწირულობების ხარჯზე. ქართულმა ეკლესიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში: აშენდა ბევრი ეკლესია-მონასტერი როგორც საქართველოში (ალავერდივარძიაგელათიიყალთო,შატბერდი და სხვა), ასევე მის ფარგლებს გარეთ (პალესტინასირიასაბერძნეთიბულგარეთი), სადაც ფართო სამეცნიერო, ლიტერატურული და კულტურული მოღვაწეობა მიმდინარეობდა.

1811 წელს რუსეთის საიმპერატორო კარმა უკანონოდ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, მოსპო საპატრიარქო მმართველობა და საქართველოს ეკლესია საეგზარქოსოს უფლებით დაუქვემდებარა რუსეთის ეკლესიის სინოდს. 1917 წლის მარტში საქართველოს სამღვდელოებამ აღადგინა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და კვლავ შემოიღო საპატრიარქო მმართველობა. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ პირველ კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ცნობილი საეკლესიო მოღვაწე ეპისკოპოსი კირიონი1989 წელს V საუკუნიდან არსებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და ოდითგანვე არსებული საპატრიარქო პატივი საქართველოს კათოლიკოსისა დაადასტურა მსოფლიო საპატრიარქომ. 1977 წლიდან დღემდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსია უწმიდესი და უნეტარესი ილია II.

.

კატეგორია: საქართველო | ნანახია: 929 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2 admin  
0
smile smile smile ცოტა წესიერაად!!!

1 agnostik  
0
cranky cranky cranky I'm Agnostik

სახელი *:
Email *:
კოდი *:

გაუზიარე მეგობრებს

ძებნა

შესვლის ფორმა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა, ინგლისური ენის იძულებით სწავლებას?
სულ პასუხი: 39

მინი-ჩატი

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

www.wsa.ge
სულ საიტზე 8
სტუმრები 8
მომხმარებლები 0