15:17 საქართველოს ჰყიდიან! | |
საქართველოს მთებს და ველებს, საქართველოს ქალაქებს, მალე დაანაწევრებენ, სხვები აატალახებს. საქართველოს მთებს და ველებს, უმოწყალოდ ჰყიდიან, ჯიბეგასქელებულები, საზღვარგარეთ მიდიან. საქართველოს მთებს და ველებს, მტრებს უგდებენ საჯიჯგნად, მალე ჩვენი არ ერქმევა, თბილისსა და ასპინძას. დედაენას გვიჩაგრავენ, გვაძალებენ ინგლისურს, უცხოეთში ასაღებენ, პროდუქციას, თბილისურს. ისტორია ვერ წაგვართვეს, მაგრამ ძალად ცდილობენ, მოგვიშალონ ტრადიცია, რაღაცას ცოდვილობენ. რელიგიას, ჩვენთვის ძვირფასს, ქრისტიანულ სიწმინდეს, უარჰყოფენ სატანურად, მაგრამ ვერ მოიცილეს. კვლავ ცდილობენ, მომავალი, უსწავლელად გავლიოთ, სხვის მონებად გადავიქცეთ, სხვა ჭიქიდან დავლიოთ. აშინებენ ქართველ მშობლებს, აშინებენ შვილებით, თუკი ხმას ამოიღებთო, განწირულნი იქნებით. მაგრამ ნუ შეგეშინდებათ, ყველა დავდგეთ გვერდიგვერდ, ქართველს მონად ვერ გაიხდით, სატანებო, შეიგნეთ. არ დავუშვებთ საქართველოს, მტრის ხელებში ჩაგდებას, ჩვენი ენის, რელიგიის, ერის მასხრად აგდებას! | |
|
სულ კომენტარები: 6 | |||
| |||
Traction Theme by The Theme Foundry
Copyright MyCorp © 2024 | Website Builder Templates | Free site builder - uCoz