მთავარი » 2011 » აგვისტო » 18 » რეზიუმე
20:56
რეზიუმე

მოდი, ცხოვრება შევაჯამოთ - 
თუმცა, არც ისე ადვილია! 
ხორცი, რომელიც შეიჭამა, 
სისხლი, რომელიც დაილია, 
ფეხი, რომელიც წამოვკარით, 
ხელი, რომელიც ჩავიქნიეთ, 
გრძნობა, რომელიც ამოვკირეთ, 
ეჭვი: "არ გვხსოვს"... "არ გვქნია"... 
ყველა მოშლილი პარაპეტი, 
ყველა შებღალვა სამარეთა, 
და არც ნაკლები და არც მეტი - 
მზერა, რომელიც ავარიდეთ... 
სიტყვა, რომელიც ვერ დავძარით, 
ხმალი, ხელიდან განაგდები, 
ყველა საყდარი და ტაძარი, 
შეჩვენება და ანათემა. 
მიწა, რომელიც მივაყარეთ 
ზეცას, დაცემით შესაშური... 
ჯვარი, რომელზეც მივაკარით 
ღმერთი, სახელად იეშუა. 
მამა, რომლიც აღარც ვიცით... 
დედა, რომელიც - უანგაროდ! 
შვილი, რომელიც გავასხვისეთ, 
ცოლი, რომელიც უარვყავით - 
სუფთა ფურცელზე ჩამოვწეროთ, 
უნდა სულ რაღაც ათი წუთი... 
გამოვითვალოთ ქვეშმიწერით 
ყველა კუთხე და აზიმუტი, 
სადაც ცხოვრებამ გადაგვხარა 
(მაინც დარჩება ფარატინად!) 
და საუკუნის გასაყარზე, 
როგორც მეფე და პალადინი, 
შევდგეთ წარსულის შეჯამებით - 
თუმცა, არც ისე ადვილია! - 
ხორცით, რომელიც შეიჭამა, 
სისხლით, რომელიც დაილია...

----------------------------


სასაცილო ხარ... ლაპარაკობ გაუთავებლად, 
ყველ-არა-ფერზე, გაფუჭებულ რადიოსავით, 
არაფერს ტოვებ უთქმელად და გაუტარებლად. 
ვილაპარაკოთ - კეთილი და პატიოსანი. 

რაზეც გენებოს, დაწყებული სტრატოსფეროდან, 
დამთავრებული ნაწილაკით ელემენტარულ, 
(ბედი შენი, რომ მე დუმილის დიდოსტატი ვარ 
და ვიფარგლები მხოლოდ ენით არავერბალურ...) 

ვილაპარაკოთ, მაგრამ კრინტი არ დაძრა ღმერთზე! - 
გეყოს, რაც ლანძღე რელიგია, გესლიან ენით,
მოვა დრო როცა, დაფიქრდები საქმეზე, ერთზე,
მწარე გოდებით, გოლგოთასკენ გაივლი შენით!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 775 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

გაუზიარე მეგობრებს

ძებნა

შესვლის ფორმა

გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 22

მინი-ჩატი

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

www.wsa.ge
სულ საიტზე 5
სტუმრები 5
მომხმარებლები 0