16:40 რატომ არქმევენ ქარიშხლებს ქარის სახელებს | |
![]() ნგრევა და უბედურება ქარიშხლის ბუნებრივი შედეგია, უცნაური მხოლოდ ის არის, რატომ ნათლავენ ოკეანიდან მოვარდნილ ამ "მონსტრებს" კაცობრიობის ნაზი და მშვენიერი არსებების სახელებით. როგორც აღმოჩნდა, ეს ტრადიცია მეორე მსოფლიო ომიდან იღებს სათავეს. ომამდე კი გრიგალებსაც ისე არქმევდნენ სახელებს, როგორც ქალაქებსა და კონტინენტებს. მაგალითად, 1825 წლის 26 ივლისს წმინდა ანნას ხსენების დღეს პუერტო-რიკოს გრიგალმა გადაუარა, რომელსაც წმინდანის სახელი "სანტა ანნა"დაარქვეს, ხოლო 1828 წლის 13 სექტემბერს მოსულ გრიგალს, იმავე საბაბით - "სან ხოსე" უწოდეს. სხვათა შორის, 48 წლის შემდეგ, ისევ 13 სექტემბერს "სან ხოსე" კვლავ მობრუნდა და ერთხელ კიდევ დააქცია პუერტო-რიკოს სანაპირო. ![]() სიაში სულ ალფავიტის 21 ასო დატოვეს, დანარჩენი ამოიღეს, ვინაიდან მათზე იშვიათად იწყება ქალთა სახელები. დაწესდა ექვსწლიანი ციკლი, თითოეული წლისათვის განკუთვნილი სახელების კომპლექტით. ყოველი 6 წლის თავზე ათვლა თავიდან იწყება. 1979 წელს მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ ამერიკის მეტეოსამსახურთან შეთანხმებით, სახელთა ჩამონათვალში მამაკაცის სახელებიც ჩართო. თუმცა, სახელთა შერქმევის პრინციპი ვერ აღმოჩნდა სრულყოფილი. მაგალითად, 2005 წელს მოვარდნილი გრიგალების რაოდენობამ 21-ს გადააჭარბა და სპეციალისტები იძულებული გახდნენ, ბერძნული ალფავიტისთვის მიემართათ. ასე ამოვარდა ტაიფუნები - "ალფა" და "ბეტა." ![]() მსოფლიოში გრიგალებისათვის სახელის შერჩევის სხვა მეთოდებიც არის ცნობილი. ცნობილი ავსტრალიელი მეტეოროლოგი კლემენტ როგი გრიგალებს ქვეყნის პარლამენტის იმ დეპუტატთა სახელებს არქმევდა, რომლებიც მეტეროლოგიური კვლევებისათვის თანხების გამოყოფის წინააღმდეგ გამოდიოდა პარლამენტში. ბუნებრივი კატაკლიზმებით ცნობილ იაპონიაში კი კატეგორიულად აკრძალეს გრიგალებისათვის ქალთა სახელის შერქმევა. ეს ბუნებრივიცაა - მათთვის ქალი სინაზისა და თავშეკავებულობის სიმბოლოა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |
Traction Theme by The Theme Foundry
Copyright MyCorp © 2025 | Website Builder Templates | Free site builder - uCoz