იზიარებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ალენ დალესის დოქტრინას და მოაწყო თუ არა საქართველოში დალესისეული გადატრიალება?
საქართველოში ვითარება არაპროგნოზირებადია. ადრე კულუარულად საუბრობდნენ მასონიზმზე, ალენ დალესსა და სააკაშვილის სურვილზე, იქცეს მეორე ჰიტლერად. ახლა ეს ნათელი გახდა.
"ჯორჯიან თაიმსის" წყარო, რომელიც სააკაშვილს ბავშვობიდანვე კარგად იცნობს, ამტკიცებს, რომ მიშა ჰიტლერით ყოველთვის იყო გატაცებული, ხშირად მის მანერებზე საუბრობდა და ბევრჯერ უთქვამს, რა გენიოსი კაცი იყოო.
სააკაშვილმა ჰიტლერის ცნობილი თეზა კარგად გაითავისა, რომ "ყველაზე მთავარია, გახსოვდეს, მასა ვერასდროს შეცვლის ხალხს, მასა ყოველთვის სიბრიყვისა და სილაჩრისკენაა მიდრეკილი! როგორც ასი სულელისგან ერთი ბრძნული აზრი ვერ აღიქმება, ისე ასი ლაჩარი ერთ გმირულ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. არასდროს არ უნდა დაგავიწყდეს, რომ მასებს ქალის ხასიათი აქვთ".
თუმცა, როგორც პრეზიდენტის ახლო მეგობარი ამას წინათ "ჯორჯიან თაიმსს" უამბობდა, ჰიტლერისგან ის გადმოიღო, რაც თავად აწყობდა, ფიზიკურადაც კი დაემსგავსა მას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ასაკში შევიდა. ალენ დალესისეული "საპრეზიდენტო ქცევის კოდექსი" კი სრულად მოირგო ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.
ჰიტლერის მანერებს გარდა, სააკაშვილის ალენ დალესით დაინტერესებაც თვალშისაცემია. ალენ დალესის დოქტრინის წაკითხვისთანავე შეუძლებელია, ადამიანმა დღევანდელობა არ წაიკითხოს. არ გაგიკვირდეთ, თუ აღმოაჩენთ, რომ ყოველდღიურობაში ის ხდება, რაც ოდესღაც უდიდესი აგენტურული ქსელის ხელმძღვანელმა, ალენ დალესმა ამერიკაში დაამყარა.
ალენ დალესი მეორე მსოფლიო ომის დროს მონაწილეობდა ბერნის ოპერაციებში, საიდანაც იგი მონაწილეობდა ჰიტლერის წინააღმდეგ ბუნკერში ბომბის აფეთქებაში. 1953 წლიდან, მისი ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა გადატრიალებები გვატემალაში, ირანში, ინდონეზიაში, ვიეტნამში... მან შექმნა მასიური გლობალური პროპაგანდისტული მანქანა და დასაბამი მისცა სპეციალურ პროგრამას, რომლის მიზანი იყო ემოქმედათ ადამიანის ფსიქიკაზე. დალესმა შექმნა უნიკალური აგენტურული ქსელი. მან შეაღწია ყველა სტრუქტურაში, მათ შორის, გესტაპოსა და თვით ჰიტლერის უახლოეს გარემოცვაშიც კი. მალე, ვაშინგტონში, ჭეშმარიტად უნიკალურმა ინფორმაციამ დაიწყო დენა. შემდგომში ბევრი ამას იმით ხსნიდა, რომ ამერიკა მდიდარი ქვეყანა გახლდათ და დაზვერვაზე ფულს არ იშურებდა. ეს მართლაც ასეა, მაგრამ მთავარი მაინც დალესის პიროვნული თვისებები, მისი ინტელექტი და ადამიანის ბუნების ცოდნა გახლდათ.
ყველაზე "დიდი ნაშრომი", რომელიც სააკაშვილის სამაგიდო წიგნად იქცა, ალენ დალესის "დოქტრინაა". ამ წიგნში მოყვანილი ყველა ფრაზა იმდენად შეესაბამება ქართულ სინამდვილეს, რომ მისი მკითხველი დაეჭვდება კიდეც, სააკაშვილმა დაწერა, თუ ერთი საუკუნის წინ _ ავტორიტეტულმა მზვერავმა.
დოქტრინის შესავალშივე ალენ დალესი საჭიროდ მიიჩნევს, ყველა სფეროში, ადამიანის ყველა საქმიანობაში შეიტანონ განუკითხაობა, ბოროტება და სიბინძურე. დოქტრინის პირველი პრინციპი ასეთია: "ჩვენ ყველანაირად მხარს დავუჭერთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც დაამკვიდრებენ ადამიანთა ცნობიერებაში ძალადობისა და ღალატის კულტს, ყველანაირ უზნეობას".
ეს თეზა საქართველოში უკვე მოქმედებს. ნახეთ, რა მდგომარეობაშია კინო, თეატრი. უზნეობის დემონსტრაცია იქცა წამყვან თემებად.
დალესი საზოგადოებას მოძღვრავს, რომ მათ "სტიმული უნდა მისცენ ადამიანის ზნედაცემულობას, სახელმწიფო მმართველობაში უნდა შეიქმნას ქაოსი და გაუგებრობები, მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობა, უზნეობა. პატიოსნება და წესიერება უნდა იქცეს წარსულის გადმონაშთად და ვინც წესიერია, საზოგადოებამ ის მასხრად უნდა აიგდოს. ახალგაზრდებისგან უნდა შეიქმნას მყარი მოღალატეები და ჯაშუშები. ისინი მოთაფლვის მეთოდით უნდა გაიხრწნან. როცა ომი დასრულდება, ყველაფერი, რაც გვექნება, მათ შორის ფული, უნდა მოხმარდეს ხალხის ზომბირებასა და გამოთაყვანებას, რათა უფრო მარტივად ვმართოთ ისინი. ადამიანის ტვინი უნდა შეიცვალოს, ესაა ახალი დროის მოთხოვნა, ჩვენ შევცვლით ნამდვილ ფასეულობებს ყალბით. როგორ? ძალიან ადვილად, ვიპოვით თანამოაზრეებსა და მოკავშირეებს. ერთიმეორეზე მიყოლებით ეპიზოდებად გათამაშდება მასშტაბით გრანდიოზული ტრაგედია ყველაზე უფრო ურჩი ხალხის დაღუპვისა და მისი თვითშეგნების საბოლოოდ ჩაქრობისათვის. ლიტერატურასა და ხელოვნებაში მოვკლავთ მათ სოციალურ არსს. ხელოვანებს გადავაჩვევთ მისწრაფებას, შექმნან სახეები, გამოიკვლიონ პროცესები, რომელთაც ადგილი აქვთ ხალხთა მასების წიაღში. ლიტერატურა, თეატრი, კინო ადამიანის ყველაზე დაბალი გრძნობების ამსახველი და გამავრცელებელი იქნება. ჩვენ შეუმჩნევლად, მაგრამ აქტიურად შევუწყობთ ხელს ელიტარულ კორუფციას, ჩინოვნიკების თავნებობას, ბიუროკრატიზმს, რომელიც აყვანილი იქნება სათნოების დონეზე. ნაციონალიზმი და ხალხთა შორის მტრობა _ ყველაფერი ეს ოსტატურად და შეუმჩნევლად იქნება კულტივირებული და აყვავდება მძაფრი ფერებით.
"მხოლოდ ზოგიერთნი მიხვდებიან და გაიგებენ კიდეც, თუ რა ხდება, მაგრამ ასეთ ადამიანებს ჩვენ ჩავაყენებთ არამოდურ მდგომარეობაში და ქვეყნის სასაცილოდ გავხდით, მოვძებნით ხერხს, რომ მათ ცილი დასწამონ და ისინი საზოგადოების ნაძირალებად გამოაცხადონ... ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანების გასარყვნელად ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, არჩევანს ყოველთვის შევაჩერებთ ახალგაზრდებზე, რათა მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისაგან ჩვენ შევქმნით ჯაშუშებს, კოსმოპოლიტებს!"
საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების გასაძლიერებლად ადამიანებს, რომელთაც დალესისეული გეგმები უნდა განახორციელონ, სახელს ხელოვნურად უქმნიან: უცხოეთში გზავნიან, მათ ცრუ ნაშრომებს აქვეყნებენ, დაუმსახურებელ წოდებებსა და ჯილდოებს აძლევენ, მასმედიით საზოგადოებას მათ არარსებულ დიდკაცობას უმტკიცებენ.
ასეთი ადამიანების რიცხვი დღითიდღე იზრდება საქართველოში. ისინი ცრუ ღირებულების შეჩეჩებით დალესისეული იდეოლოგიის დანერგვას ცდილობენ.
საერთოდ, ე. წ. დალესისეული სიონიზმის არსებობა საქართველოში უკვე საიდუმლოს აღარ წარმოადგენს და ამიტომაც მის მიმართ განუზომელი ინტერესია. ცნობილია, რომ მასონები მსოფლიო ბატონობისკენ მიისწრაფიან და, როგორც ჩვენი წყარო ირწმუნება, მასონებს საქართველოში საკმაოდ მყარად აქვთ ფეხი მოკიდებული. ისინი არიან ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც. ამასთან ერთად, ადამიანი, რომელიც სიონიზმში კარგად ერკვევა, მოგვითხრობს მათი რიტუალების შესახებ. მისი მონათხრობიდან მეტად შთამბეჭდავია ერთი დეტალი: ხელის ჩამორთმევისას, რაღაც განსაკუთრებული მინიშნების წესით, ხელდასხმულნი მასონობას შეიცნობენ. ამის დასტურად, ჩვენს წყაროს მოჰყავს 2005 წელი, რომი, როცა მალტის ორდენის გროსმაისტერი ენდრიუ ბერტი აუდიენციაზე იღებს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.
P.S. საჭირო წიგნებისთვის ბიბლიოთეკებს მივაშურეთ. ჩვენდა გასაოცრად, ალენ დალესის "დოქტრინა" და ლიტერატურა, რაც ჰიტლერს ეხება, მათ შორის, მისი "მაინ კამპფ"-იც ძალიან მოთხოვნადი გამხდარა...
წყარო: http://geotimes.ge