მთავარი » 2011 » აგვისტო » 16 » კიდევ ერთი "მსხვერპლი"
22:55
კიდევ ერთი "მსხვერპლი"


ამ ბოლო დროს, მიშა და მთელი ნაცმოძრაობა "სიყვარულით გულანთებულები" თითქმის ყოველდღე გვიწყობენ ახალ-ახალ "სიურპრიზებს" (საჩუქრებს). მოკლედ რით აღარ გვახარებენ: ჯერ იყო და მიშამ რელიგიის სწავლება ამოიღო სკოლებში და სამაგიეროდ (დიდი სიყვარულითა და სიხარულით) სექსის გაკვეთილების დანერგვა გადაწყვიტა, მაგრამ კიდევ კარგი, შობლებმა დროულად გამოთქვეს პროტესტი. თუმცა არამგონია, მიშამ თავის განზრახვაზე ხელი აიღოს!  ხომ იცით როგორი ბიჭია, თავისას სანამ არ გაიტანს, არ გაჩერდება. ჰოდა არც ჩერდება. მერე იყო და მთელ ქართველ ინტელიგენციასა და მეცნიერებს "ჩარეცხილები უწოდა" და ჩარეცხა კიდეც, თავისებურად. შემდეგ, ახალგაზრდებს მოუწოდა ბუჩქებში შეცუნცულდით ხოლმეო (აბა  რავა გგონიათ) და იცუღლუტეთო. ჩერჩეტ თაობას კი მეტი რა უნდა. შემდეგ იფიქრა, იფიქრა, კიდევ რით "გავახარო" ქართველებიო და მოიფიქრა: უცხოელ ინვესტორებს საქართველოს ტერიტორიები მიჰყიდა ("უკეთესს რას ვინატრებდით ქართველები!). შემდეგ მიჰყვა და ეკლესიას მიადგა. მიადგა და დარჩა მიდგმული. აქ უკვე ქართველებმა "წაიფორხილეს" ჰოდა მიშამ შედარებით დაიხია უკან. მაგრამ შური ხომ უნდა ეძია რამით ("სიყვარულით") ჰოდა უკეთესს რას მოიფიქრებდა, ადგა და საქართველოში არსებული სხვა "რელიგიები" "დააწინაურა" კანონით. მართლმადიდებლობა კი განზე დარჩა. ხმის ამომრებიც არავინაა..
გავიდა დრო და, ბატონმა რობერტ სტურუამ ხმა ამოიღო. მიშას შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა (მანამდეც კი ვხვდებოდი რაღაცას), მიშა სომეხიაო.. და გვარი სპეციალურად აქვს გადაკეთებულიო.. ჰოდა მიშკამ არც აცია, არც აცხელა (ხომ იცით როგორი კეთილი ბიჭია) ბატონი რობერტი სამსახურიდან დაითხოვა! (შური იძია რა). ხომ ხედავთ, როგორ "დემოკრატიულ" სახელმწიფოში ვცხოვრობთ, უკეთესს რას ინატრებს კაცი (ქართველი კაცი). ახლა კი, ვზივართ და ყველა ჩვენთვი ვწუწუნებთ, ხმას არ ვიღებთ მიშას "გულმოწყალების" წინააღმდეგ. ამასობაში კი ქვეყენა თავზე გვენგრევა.
რაც ზემოთ აღვნიშნე, მცირედია მიშას იმ "ღვაწლიდან", რაც საქართველოს გაუკეთა. ახლა კი გთავაზობთ ამონარიდს ბატონი რობერტის ინტერვუდან. დანარჩენი თვითონ განსაჯეთ, თუ რატომ მოხსნენ სამსახურიდან:

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტოს "საქინფორმის" საიტზე 16 მაისს გამოქვეყნდა სტატია ბაია ამაშუკელის ავტორობით, სახელწოდებით - "რობერტ სტურუა: "ხალხმა ვიცით სიმართლე, მაგრამ ხელისუფლება სირაქლემასავით ოსტატურად მალავს „სიცრუის ქვიშაში თავს!" რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სტატიაში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს. 
ციტირება სტატიიდან, სადაც მიხეილ სააკაშვილს რეჟისორი სომხად მოიხსენიებს:
რობერტ სტურუა: სომეხია და რა ვქნათ... ეს ხომ არ არის დამალული?
ბაია ამაშუკელი: თავად უარყოფს ამას. ეს გასაგებია, მაგრამ იყოს სომეხი! იყოს შუშანიკი, ფეხებს დავუკოცნით. უდიდესი შანსი ჰქონდა, დიდი პიროვნება გამხდარიყო... 
რობერტ სტურუა: მერე ეგ შუშანიკივით ექცევა საქართველოს?

ბოლოს მინდა ვთქვა: დღეს, "დემოკრატიულ" საქართველოში, ადამიანს საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლებაც არ აქვს! ბევრი მოკლეს, ბევრი სცემეს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც საქართველოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ (ვიმედოვნებ არსებობენ). აქ ადამიანებს აპატიმრებენ და სასტიკად უსწორდებიან სიმართლის თქმისთვის. შესაძლოა მათ რიცხვში წლების შემდეგ მეც აღმოვჩნდე, მაგრამ არ მეშინია. ჩემი სათქმელი ღიად უნდა ვთქვა. ქართველების სისხლი კი მათ კისერზეა!


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1145 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2 admin  
0
უკაცრავად, "ქსენოფობი" რას ნიშნავს? smile smile განმიმარტეთ, თუ შეიძლებაა? biggrin . რობერტა არა, როერტი ჰქვია ამ ადამიანს. აგნოსტიკა biggrin

1 agnostik  
0
roberta xo moajineeeeeeeees, girsi iyo eg qsenofobii

სახელი *:
Email *:
კოდი *:

გაუზიარე მეგობრებს

ძებნა

შესვლის ფორმა

გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 22

მინი-ჩატი

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

www.wsa.ge
სულ საიტზე 8
სტუმრები 8
მომხმარებლები 0