მთავარი » 2011 » აგვისტო » 18 » იუდას მონოლოგი
15:37
იუდას მონოლოგი
მთები ვარსკვლავებს ბარში მწყემსავდნენ
ბნელში გართხმული სდუმდა ზეგანი
და თქვა იესომ: "მამლის მესამე
დაყივლებამდე ერთი თქვენგანი
მიღალატებსო"..."მიღალატებსო?"
და შეკრთა მაშინ ჩვენი სერობა,
თითქოს სუფრაზე უცებ დაგვესწრო
თვით ანგარება და პირფერობა,
ქრისტე კი ჩხირით ქექავდა ნაცარს,
დასთამაშებდა პირზე ღიმილი
და მწიფდებოდა ღალატის მსგავსად,
ფანჯრის გადაღმა მამლის ყივილი.
ვდუმდით,დუმილმა სული დაღალა
იწურებოდა დათქმული ვადა.
და დაიყივლა ერთხელ მამალმა
და ეს ყივილი გასროლას ჰგავდა.
მერე მოვიდა სიო ფრთამალი,
დაფლითა შავი ღრუბლების ფარჩა.
უკვე მეორედ ყივის მამალი,
მოღალატე კი არა ჩანს და არ ჩანს!

ნუთუ,მოტყუვდა,შეცდა მოძღვარი
ბრძენი,მისანი,სულის თამადა?
გაცამტვერდება მყის სალოცავი,
მისი ნათქვამი თუ არ გამრთლდა:
ვეღარ უშველის დაღუპულ იმედს
ვერავითარი ლოცვა-ღაღადი,
მოკვდება ღმერთი,თუ ეხლა ვინმემ
არ ჩაიდინა ჩვენში ღალატი!
უნდა ვითაო ეს უმძიმესი
საქმე - გავიღო მსხვერპლი საჩინო:
უნდა გავწირო კაცი-იესო,
ქრისტე-ღმერთი რომ გადავარჩინო!
ჩქარა!ცის კიდეს ვარსკვლავი მოწყდა,
ზეცა გაწითლდა,როგორც მოცხარი
და მე ავდექი,ვემთხვიე მოძღვარს
და ჯალათებმა იცნეს მოძღვარი!..

--------------------------------

როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . . 
ასე ამბობენ - ჰქონდა წვერები . 
ორი ათასი წელი განვიცდი . . . 
ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი : 

როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?! 
- ცოტათი მაინც მორიდებოდა . . . 
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი , 
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა. 

არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . . 
იცის მოკლავენ , განა შტერია. 
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?! 
- თავის სიმცირეს ვერ მოერია . . . 

ისტორიაში დარჩა იუდა ! 
-დღესაც აქ არის არ გაიგუდა . . .
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1651 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 spacesoul  
0
ra tqma unda bevri adzagebs iudas, magram am misiis damkisrebeli da agmsarulebeli vinme unda yopiliyo, radgan winaagmdeg shemtxvevashi, movlenebi sxvagvarad ganvitardeboda.. : ) amitomac, unda aginishnos, rom iudam ,,didi ram'' sheasrula, davupiqrdet, man xom tavi chamoixrcho rac qriste gayida ocdaat vercxlad... iqneb es man tavisi survilis sawinaagmdegod gaaketa? aravin icis...

სახელი *:
Email *:
კოდი *:

გაუზიარე მეგობრებს

ძებნა

შესვლის ფორმა

გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 22

მინი-ჩატი

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

www.wsa.ge
სულ საიტზე 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0