17:41 ინფორმაციულ-შემეცნებითი კოლაჟი | |
@ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 270 წელს, პოეტი ფილეტასი ლიარის პარადოქსის ამოხსნამ შეიწირა - იგი უძილობით გარდაიცვალა. ეს პარადოქსი შემდეგნაირად ჟღერს: "თუ ადამიანი ამტკიცებს, რომ ის მატყუარაა, სინამდვილეში ვინ არის იგი? თუ - მატყუარაა, მაშინ მას არ მოუტყუებია, სწორედ ამიტომ, ის მატყუარა არ არის. მაგრამ თუ ის მატყუარა არ არის, მაშინ მოიტყუა და სწორედ ამიტომ - ის მატყუარაა!" @ ერთხელ, როი რეიმონდი საკუთარი ცოლისთვის საჩუქარს ეძებდა, მაგრამ მას ქალის თეთრეულის ყველაზე გამოცდილი გამყიდველებიც ვერ დაეხმარნენ და სახლში ხელცარიელი, მაგრამ არაჩვეულბრივი იდეით დაბრუნდა. 1977 წელს რეიმონდმა გახსნა საკუთარი მაღაზია "ვიქტორია სეკრეტი", რითაც გადატრიალება მოახდინა მოდის სამყაროში. როი რეიმონდმა 47 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - სან-ფრანცისკოს ერთ-ერთი ხიდიდან გადახტა. @ 1980 წელს მსოფლიოში ხუთმილიონიანი, მხოლოდ 5 ქალაქი იყო, 36 ქალაქში 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, 230-ში კი - ერთი მილიონი. შედარებისთვის, 1800 წელს მხოლოდ ლონდონი და ტოკიო (მაშინ მას ედო ერქვა) იყო მილიონიანი, ხოლო ასი წლის შემდეგ - 1900 წელს მილიონიანთა რიცხვს ბერლინი, ვენა, სანკტ-პეტერბურგი, ნიუ-იორკი, ჩიკაგო, ფილადელფია და კალკუტა შეუერთდნენ. @ ჩინელი ლამაზმანები ფრჩხილებს ჯერ კიდევ 5000 წლის წინ იღებავდნენ. @ მზის სათვალე გასული საუკუნის ოციანი წლებიდან გახდა პოპულარული., მას შემდეგ, რაც კინოვარსკვლავებმა დაიწყეს მათი გამოყენება სოფიტებისგან თვალების დასაცავად. @ სანამ თქვენ ამ სტრიქონებს კითხულობდით, აშშ-ში ათი საცურაო კოსტიუმი გაიყიდა. @ ჰელატოლოგები (ბერძნ. "ჰელასმა" - სიცილი) - ასე უწოდებენ მეცნიერებს, რომლებიც არკვევენ თუ როდის, რატომ და რისთვის გაიცინა ადამიანმა პირველად. @ ტუალეტის ქაღალდი მხოლოდ 1957 წელს გამოიგონეს. @ ხეოფსის პირამიდა ისეთი ტექნოლოგიითაა აგებული, რომ მის უზარმაზარ, ერთმანეთზე დაწყობილ ფილებს შორის სამართებელსაც კი ვერ შეაძვრენთ. | |
|
სულ კომენტარები: 5 | ||||
| ||||
Traction Theme by The Theme Foundry
Copyright MyCorp © 2024 | Website Builder Templates | Free site builder - uCoz