მთავარი » 2011 » სექტემბერი » 17 » გოეთეს ცნობილი ფრაზები
16:24
გოეთეს ცნობილი ფრაზები


იოჰან გოეთე გახლავთ გამოჩენილი გერმანელი პოეტი, მოაზროვნე, მწერალი. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია: "პანდორა”, "ჰერმანი და დოროთეა”, "ფაუსტი” და ა. შ.

  • გამოუყენებელი სიცოცხლე ადრეული სიკვდილის ტოლფასია.
  • იყავი გულკეთილი და ხშირად გაუმეორე კეთილი სიტყვები ისეთ ხალხს ვინც გულმავიწყია.
  • კაცის მანერები მისივე პორტრეტია, რომელშიც იგი თავის ნამდვლის სახეს გვაჩვენებს.
  • იზრდება ცოდნა – იზრდება ეჭვი.
  • შეგიძლია თავი მკვდრად ჩათვალო, თუ არავის ნდობა არ გაქვს.
  • ცოტას შეუძლია ჰქონდეს რეალიზმის წარმოსახვითი ხედვა.
  • ყველას უნდა, რომ იყოს ვინმე; არავის არ სურს გაზრდა.
  • ცხოვრების თითოეული ნაბიჯი მიგვანიშნებს, რომ წინდახედულება ძალიან საჭიროა.
  • ჩვენ ყოველდღე უნდა მოვუსმინოთ მუსიკას, ყოველდღე უნდა წავიკითხოთ ერთი კარგი ლექსი, ყოველდღე უნდა დავაკვირდეთ ერთ კარგ სურათს და თუ შესაძლებელია ყოველდღე უნდა ვთქვათ კეთილგონიერი და მგრძნობიარე სიტყვები.
  • ყოველი ავტორი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვაჩვენებს მის ნამდვილ სახეს მისივე ნაშრომში, იმის და მიუხედავად გავს თუ არა ეს სახე მის იმჟამინდელი მდგომარეობასა და ყოფას.
  • მე შენ მიყვარხარ, შენ რა ბიზნესით ხარ დაკავებული?
  • თუ გინდა, რომ შეიცნო ადამიანის გონება, უბრალოდ ყური დაუგდე მას.
  • სიყვარულს ყველაფერი ძალუძს, მაგრამ მოვალეობას მასზე მეტი.
  • სიცოცხლე ჩვენი ბავშვობის მარადისობაა.
  • მაგია, ეს ხომ თვითდაჯერებაა და თუ შენ ამას შეძლებ შეგიძლია ჩათვალო, რომ ყველაფერი შეგიძლია.
  • არაფერი ფასობს ისე, როგორც ერთი დღე.
  • არაფერი ისე არ ასახავს ადამიანის ხასიათს, რაც ის, რაზეც იგი იცინის.
  • არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე იმის დანახვა, რომ ვიღაცის მოქმედებაში ერთი დიდი უვიცობა დევს.
  • არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე უგემოვნო წარმოსახვის გრძნობა.
  • პიროვნულობა ხელოვნებაში და პოეზიაში უმნიშვნელოვანესია.
  • ადამიანის "ნახევრად-ცოდნა” გამომდინარეობს მეორე ადამიანის ცოდნისაგან.
  • გმირობა ყველაფერია, ხოლო დიდება და სახელი არარა.
  • ყველაზე ძნელი საქმე შენ თვალ წინ მომხდარის გაანალიზებაა.
  • ადამიანის გონება შეუზღუდავია.
  • "პატარა კაცი” მაინც კაცად ითვლება.
  • ნამდვილი და მართალი კაცი ყოველი მომენტის გამოყენებას ცდილობს.
  • არაბუნებრივი ძალიან ბუნებრივი რამაა.
  • სიტყვები ყოველთვის მეორდება.
  • მოქმედება გამჭრიახობის გარეშე, ეს ხომ საშინელებაა.
  • რომ შექმნა რაიმე, აუცილებლად უნდა იყვე ვინმე.
  • ჩვენ ხშირად ვფლანგავთ მთლიან დღეს, რადგან გვახსოვს, რომ არსებობდა გუშინდელი დღე და გვჯერა, რომ ხვალინდელი დღეც დადგება.
  • ცხოვრებაში მთავარი ცხოვრებაა და არა ცხოვრების შედეგი.
  • რაც არ იწყება დღეს, ის არ დამთავრდება ხვალ.
კატეგორია: ბრძნული გამონათქვამები | ნანახია: 2796 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

გაუზიარე მეგობრებს

ძებნა

შესვლის ფორმა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა, ინგლისური ენის იძულებით სწავლებას?
სულ პასუხი: 39

მინი-ჩატი

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

www.wsa.ge
სულ საიტზე 7
სტუმრები 7
მომხმარებლები 0