მთავარი » 2011 » აგვისტო » 21 » ელეგია
15:31
ელეგია


მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა 

მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა 

და თეთრი ზოლი შორის მთებისა 

ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა. 


არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!.. 

მშობელი შობილს არრას მეტყოდა, 

ზოგჯერ-კი ტანჯვით ამოძახილი 

ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა! 



ვიდექ მარტოკა... და მთების ჩრდილი 

კვლავ ჩემ ქვეყნის ძილს ეალერსება... 

ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი, 

როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?! 


4 ივნისი, 1859 წ. 

პეტერბურგი.

--------------------------------------------------

მამაო, ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა! 

მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგევარ შენ წინა: 

არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, 

არ მინდა, ამით შეურაცხ-ვჰყო მე ლოცვა წმინდა... 

არამედ მწყურს მე განმინათლდეს ცით ჩემი სული, 

შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული, 

რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, 

გთხოვდე: ”შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!” 


17 ივლისი, 1858 წ. 

ტიარლევო
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 819 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

გაუზიარე მეგობრებს

ძებნა

შესვლის ფორმა

გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 22

მინი-ჩატი

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

www.wsa.ge
სულ საიტზე 8
სტუმრები 8
მომხმარებლები 0