მთავარი » 2011 » აგვისტო » 16 » ალენ დალესის დოქტრინა
12:53
ალენ დალესის დოქტრინა
"გვახსოვდეს, ღმერთს თავისუფალი ადამიანი უყვარს!"

II მსოფლიო ომის შემდგომი სამოქმედო გეგმა, შემუშავებული ამერიკის  მთავარი სადაზვერვო სამსახურის მეთაურის, ალენ დალესის მიერ. 

(ნაწყვეტი)

*  *  *
"დავთესავთ ქაოსს და შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებულს ვყოფთ, ირწმუნონ ისინი. ამისათვის მოვძებნით თანამოაზრეებს, მოკავშირეებსა და დამხმარეთ. ერთმანეთის მიყოლებით გათამაშდება უდიდესი უბედურება დედამიწის ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის თვითშეგნების საბოლოო და შეუქცევადი გაქრობისა.

KvirisPalitra.Ge"ლიტერატურიდან", ხელოვნებიდან ჩვენ ამოვშანთავთ მათ ყოფით რაობას, განვაცალკევებთ მხატვრებს, გავუქრობთ სახვითი ხელოვნებით დაკავების სურვილს და იმ არსის ძიებისასაც, რასაც ხალხთა მასების სულის სიღრმეში აქვს ადგილი. მწერლობა, თეატრი, კინო, გამოცემები - ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას შეასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს - ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას. 

სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით ქაოსსა და გაუგებრობას; შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობას. თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოების სიმაღლეზე. 

პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორის ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა და ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტრობა - ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ, ეს ყველაფერი აყვავდება. 

მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირლებად.... ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისათვის ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისაგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისაგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს".

ალენ დალესის  "ნაშრომის" გამოქვეყნება "კვირის პალიტრის" ინტერნეტსაიტზე: www.kvirispalitra.ge მოდელირებულ "ქრონიკაზე"  მსჯელობას მოჰყვა. ალბათ, არაერთ მკითხველს გაუჩნდა კითხვა, როდის და რა მიზნით შეიქმნა ე.წ. დალესის გეგმა. ამ საკითხზე ისტორიკოს სოსო მანჯავიძეს ვესაუბრეთ:

- ალენ დალესი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მესამე დირექტორი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს დალესი ევროპის პოლიტიკურ დაზვერვას ხელმძღვანელობდა და მკვეთრად ანტიკომუნისტური განწყობის ადამიანი და ცივი ომის იდეოლოგი იყო. დალესის დოქტრინა, როგორც დოკუმენტი, არ გამოქვეყნებულა და არც მისი ორიგინალი არსებობს. ყველაზე ახლოს ამ დოკუმენტთან არის 1948 წლის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოხსენება, რომელიც ამერიკის თავდაცვის მინისტრ ჯეიმს ფორესტოლის მოთხოვნით გაკეთდა.

ეს მოხსენება ეხებოდა იმას, თუ რა უნდა გაეკეთებინათ ამერიკელებს საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ქვეყნების დასანგრევად. გეგმაში მოცემულია საბჭოთა კავშირში რა სახის იდეოლოგიური დივერსია უნდა მოეწყოს, როგორ უნდა დაინგრეს ეკონომიკა, რა ტიპის სახელმწიფოდ უნდა გადააქციონ საბჭოთა კავშირი და ა.შ.   

დალესის გეგმა გულისხმობს ამა თუ იმ ქვეყანაში მარიონეტული ხელისუფლების დასმასა და ეთნიკური სიძულვილის გაღრმავებას (სახელმწიფოს წარმომქმნელი ერებისადმი მცირე ერების სიძულვილის გაღვივებას). საქართველოს ბოლო 20 წლის ისტორია, სამოქალაქო ომი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები შეიძლება ამ ჭრილში განვიხილოთ. 

დალესის გეგმა გულისხმობს, რომ ზესახელმწიფოს რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ჰყავდეს დამორჩილებული. ჩვენ არც ერთი დიდი სისტემის ნაწილი არა ვართ. აზერბაიჯანი, თურქეთი  და შუა აზია თურქული მოდგმით დასახლებული სახელმწიფოებია, რომელთაც ერთმანეთის მიმართ ბუნებრივი სოლიდარობა აქვთ. 

ამიტომაც როგორც ჩვენზე ტარდება ექსპერიმენტი, ისე ამ ქვეყნებში ექსპერიმენტის ჩატარება გაძნელდება. სომხეთს ძლიერი დიასპორა ჰყავს მთელ მსოფლიოში და ეს შველის. ჩვენ კი უმოკავშირეოდ ვართ და რუსეთთან დაპირისპირების შემდეგ მიგვაჩნია, რომ ჩვენი ერთადერთი მშველელი იქ არის, სადაც ეს (დალესის) გეგმა დაიწერა. 

ამიტომაც გვაქვს ქვეყანაში ასეთი ვითარება. დალესის გეგმის თანახმად, მთავარი სამიზნე ხალხის ეთნიკური და მსოფლშეგნების ცენტრებია (მწერლობა, უნივერსიტეტი, მეცნიერებათა აკადემია და ეკლესია). 

ამიტომაც მწერალთა კავშირი დაშალეს. ეს იმიტომ იყო აუცილებელი, რომ სწორედ ჩვენი მწერლობაა ქართული ეთნიკური ცნობიერების მატარებელი. თუ ერში მყარი ეთნიკური ერთობა არის, არის ეროვნული იდეალები და ჰყავთ ავტორიტეტები, იმ ერის მართვა ძალზე რთულია. 

მიზნის მისაღწევად აუცილებელია ეროვნული ცნობიერების დაშლა. ეს კი სწორედ ეროვნული ცნობიერების ბურჯების გამოცლით ხდება. ტრაგედიაა, როდესაც თეა თუთბერიძე და ლევან რამიშვილი აკრიტიკებენ ეკლესიას. ისინი ხომ ქართული ინსტიტუტების ნგრევის აგენტები არიან. მათი ამოცანა ეროვნული ცნობიერების დანგრევაა.

ამათ კარგად იციან, რომ საზოგადოების გაკონტროლებისთვის ეკლესიაა უმთავრესი ძალა. ეკლესიიდან  მოდის  ის ნათელი, რაც ადამიანს ზნეობრივს ხდის. ზნეობრივ ადამიანს კი ვერც ერთ სქემაში ვერ ჩასვამ. ამიტომაც ამკვიდრებენ უზნეობასა და ლაფს ასხამენ ავტორიტეტებს. 

ავტორიტეტი არ უნდა არსებობდეს, რადგან ის საზოგადოების თვითრეგულაციის მექანიზმია. უავტორიტეტოდ ხალხი ვერ გაერთიანდება, ერთიან აზრს ვერ გამოიმუშავებს და ვერც კონსოლიდირებულად იმოქმედებს. ამიტომაც მიზანმიმართულად ანადგურებენ ავტორიტეტებს ზოგიერთი მედიასაშუალების მეშვეობით. 

საინფორმაციო საშუალებები საზოგადოების გარყვნისთვის ყველა ხერხს მიმართავენ. თუ ბავშვმა არ ისწავლა მოწიწება, პატივისცემა და თავშეკავება, თუ ბავშვობიდანვე უყურა ავტორიტეტების შეურაცხყოფას, ის ადამიანად ვეღარ ჩამოყალიბდება. ის იქნება ინფორმაციულ-ბიოლოგიური არსება, რომელიც სრულ მართვას ექვემდებარება. ასეთ ადამიანებს ზომბებს, სულმოპარულებს უწოდებენ. სახარებაში წერია: "რა არს კაცისთვის, უკეთუ მოიპოვოს მთელი ქვეყანა და სული თვისი დაკარგოსო". თუ კაცს სული არა აქვს, რად უნდა, მთელი მსოფლიოც მის ფეხქვეშ რომ იყოს? ხელისუფლებაში ისეთი ხალხია, ვინც საკუთარ თავს ქართული კულტურის ორგანულ ნაწილად არ განიხილავს და ძალაუფლებას შურისძიების იარაღად იყენებს. 

დააკვირდით, რისკენ მოუწოდებს ქვეყნის პირველი პირი. მოზარდებს ეუბნება, ბუჩქებში გაერთეთო და ეს ნიშნავს, რომ სრულად არის  ჩართული მომავალი თაობის გარყვნის პროგრამა. როგორ შეიძლება პიროვნებას ავითარებდეს ადამიანის უპატივცემულობა, ტყუილი, მაბეზღარობა? სახარებაში წერია, ვაი მას, ვისი პირიდანაც საცდური გამოდის, რომ იცოდნენ, რა ელოდებათ, ურჩევნიათ, თავიანთი ხელით დაიკიდონ ლოდი და დაინთქან უფსკრულთა შინა ზღვისასაო. ადამიანები ადვილად რომ მართონ, მათში სოლიდარობის განცდას კლავენ. არ უნდათ, რომ ხალხში თანაგრძნობა და თანაგანცდა არსებობდეს. 

ამ ვითარებას შევადარებდი ანტილოპების ჯოგზე ლომების შეტევას. როდესაც მტაცებელი ანტილოპას მოიხელთებს, მისი თანამოძმეები მხოლოდ კუნტრუშობენ და ვერ აცნობიერებენ, ხვალ თავადაც რომ მოელით მტაცებლის კლანჭებში სულის დალევა. არ უნდა გადავიქცეთ ჩლიქოსნებად!.. სხვა გამოსავალი არ არის, უნდა დავჭკვიანდეთ, უნდა ვიფიქროთ, სოლიდარობის განცდა არ უნდა დავკარგოთ და ამ სისტემას ერთობით დავუპირისპირდეთ!

"იმედის" ტელედივერსიის შემდეგ 65 ათასმა კაცმა სხვადასხვა საელჩოში შეიტანა განცხადება ქვეყნიდან გასვლაზე. ქართველი ერის დეპოპულაცია მიმდინარეობს და ვინც გადავრჩით, ისინი მაინც გავერთიანდეთ. თუ გავერთიანდებით, ვერავინ გვმართავს. თუ ასე არ მოვიქეცით, ამ ქვეყნის პატრონები აღარ ვიქნებით. გვახსოვდეს, ღმერთს თავისუფალი ადამიანი უყვარს! 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 2133 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
5 David  
0
es statia unda gavrceldes mtel Saqartveloshi rom gaigos xalxma rom amerika=666=iuda da rom davicvat am satana amerikis megobris rusetisgan samshoblo,rom agvzardot shvilebi sulit Martlmadideblebi!!!

4 ana  
0
იცინეთ, ერთი მე მაპოვნინა სამართალი ამ საცოდავ ქვეყანაში და თქვენ კი იყავით სრულ მორჩილებაში იმ სამართალთან რაც გვაქვს, რათქმაუნდა თუკი გაკმაყოფილებთ! ნუ გეყოლებათ ნურც ავტორიტეტი და ნურც ნურავისთვის გიციათ პატივი თუკი ასე არ გინდათ და თუკი ასე გძულთ ზნეობა, უბრალოდ ვიცი რომ მავნებლობთ თქვენი ღრმად ,,კომპეტენტური" ტვინით რბილად რომ ვთქვათ, იყავით და იცხოვრეთ ქაოსში, ოღონდ რა სულის მატარებლები ხართ ადვილად მისახვედრია,გწამდეთ იმ ცრუ ღირებულებების რაც გაგაჩნიათ ან რა უნდა გაგაჩნდეთ თქვენ... თქვენთვის სულაც არაა ეს სტატია დაწერილი არამედ იმ ხალხისთვის ვისაც ჯერ კიდევ შერჩენია საღი აზროვნება და ხვდება რა ხდება, დამიჯერე შენი უაზროდ დაჯღაბნილი ვითომ ,,ღაჯაობა" აზრი, როგორი გულუბრყვილობაა და როგორი <<ძერსკ-აზრი" კარგად ვიცით, გინდა აზრი ,,ბომბა" დაარქვი შენს ნაჯღაბნს, გითხარი ეს სტატია შენნნაირებისათვის არ დაწერილა! ჩვენ ვიცით რომ პრესა და ტელევიზია დღეს ავტომატის და ტყვიის ნაცვალია, ამით შიარაღებულს კი ყველა თქვენნაირის კომენტარი და ქოთქოთი სულ ილაჯშუა გვკიდია:)

3 admin  
0
biggrin biggrin biggrin მეც ბევრი ვიცინე... შენზე wink biggrin

2 agnostik  
0
biggrin biggrin biggrin biggrin auuuu ramdeni vicineeeeeeeee. alen dalesi ara ixvis tolma (chukle)

1 adamiani  
0
au es wakitxuli maqvs to. ise yvelaferi mase xdeba. gairyvna saqartvelo. mishas dedac shev..ci

სახელი *:
Email *:
კოდი *:

გაუზიარე მეგობრებს

ძებნა

შესვლის ფორმა

გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 22

მინი-ჩატი

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

www.wsa.ge
სულ საიტზე 5
სტუმრები 5
მომხმარებლები 0