მთავარი » 2011 » აგვისტო » 18 » "ახალი თაობა"
15:32
"ახალი თაობა"

თუ ეს ცხოვრება, უაზრო,
ფიქრს და გონებას აგირევთ,
საკუთარ დედას რას ერჩით,
ისინი ლანძღეთ, აგინეთ,
ვინც მართლა ბოზის შვილია,
სამშობლო ფეხზე ჰკიდია,
დგანან მსოფლიოს ბირჟაზე
და საქართველოს ჰყიდიან.
ვინც თქვენი ხვალინდელი დღე,
მოკლა და დაასამარა.
ვინც ცხოვრობს გრიალ-გრიალით
ქვეყანა კი დააქცია,
ვინც ბევრის დედა და შვილი,
მართლაც ბოზებად აქცია.
აგინეთ ქვეყნის გამყიდველს,
მოღალატეს და გარეწარს,
ვინც 9 მარტსა და 9 აპრილს,
სიკვდილის კალო გალეწა.
ვინც ჩვენი გოგო-ბიჭები,
ნიჩბით დაჩეხა, აწამა
ვინც დღესაც, მახვილის ნაცვლად,
ხელში გაჩეცებთ საწამლავს.
ვინც დღესაც გაცლით ხელიდან,
სამაჩაბლოს და აფხაზეთს,
ამაზე უნდა იფიქროთ,
უნდა იყვიროთ ამაზე.
თორემ რა სახელს მოიხვეჭთ,
საკუთარ დედის გინებით,
როდესაც დედა სამშობლოს,
სული უჭირავს კბილებით!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 995 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

გაუზიარე მეგობრებს

ძებნა

შესვლის ფორმა

გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 22

მინი-ჩატი

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

www.wsa.ge
სულ საიტზე 6
სტუმრები 6
მომხმარებლები 0