12:33 უბიწოების ფიცი |
ბოლო დროს, ბევრი გამოდის ქალიშვილობის ინსტიტუტის წინააღმდეგ და სხვადასხვა "არგუმენტების" საშუალებით ცდილობენ, ახალგაზრდობა დაარწმუნონ მის სიცუდეში. აქაოდა, XX|-ე საუკუნეაო.. ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, ქალიშვილობას უარყოფენო, ამერიკაში კი მაგ მხრივ სრული თავისუფლებაა და ჩვენც მათ უნდა მივბაძოთო.. (ჰმ). თანაც, ჯანმრთელობისთვის აუცილებელია (!) გოგომ 18 წლამდე დაკარგოს ქალიშვილობაო (ნეტავ საიდან დაასკვნეს! არადა, მე პირიქით ვიცოდი, რომ ნაადრევ სქესობრივი ცხოვრება გოგონას ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს და ასაკის მატებასთან ერთად, ეს პრობლემები უფრო რთული ხდება, თანაც ქალის სხეული 18 წლამდე მოუმწიფებელია და არ არის მზად მსგავსი ურთიერთობისთვის). ამას რომ თავი დავანებოთ, ისინი მხარს უჭერენ "Boyfrend-Girlfriendi-ს ინსტიტუტს" ( თუნდაც არასრულწლოვან მოზარდებში) ხოლო ამავე ასაკში ქორწინებას უარჰყოფენ(!).. მე მათი ლოგიკის არ მესმის.. რათქმაუნდა, არც ერთს ვემხრობი და არც მეორეს, ნაადრევი არაფერი ვარგა.. ქართველები მიმბაძველები ვართ, საკუთარი აზრი არ გაგვაჩნია.. ქართველს ძირს გამოვუთხრით და უცხოელს თან გადავყვებით.. აი ეს არის ჩვენი უბედურება, რომ არც საკუთარ ტრადიციებს ვაფასებთ (ტრადიციას რომ თავი დავანებოთ, პატიოსნებასაც - ისინი ხომ ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან) და არც საკუთარ თავს. მაშინ რა არის მორალი? გამოდის, რომ ის პირობითი მცნებაა? ქვეყანაზე ხომ უმიზეზოდ არაფერი ხდება.. არც სიტყვა "მორალი" არის შემთხვევითი ნათქვამი ან "ყურით მოთრეული". აქ ხომ პატიოსნებასთან გვაქვს საქმე, რომელიც XX|-ე საუკუნეში რატომღაც, უარვყავით, ეს საუკუნე კი გარყვნილების საუკუნედ ვაქციეთ. ეხლა გარყვნილებას ხელოვნებას უწოდებენ და ამით ამართლებენ მას (თუკი ეს ამართლებს!). პატიოსნებას კი დასცინიან, აბუჩად იგდებენ და უკარგავენ მას მნიშვნელობას. თურმე, პატიოსნება ისაა, გეის და ლესბოსელს "შენიანად" რომ ჩათვლი, მეძავს რომ საქციელს მოუწონებ - აი ასე ესმით დღეს პატიოსნება. უფალმა, სოდომი და გომორა ზუსტად იმის გამო გაანადგურა, რომ გარყვნილების ბუდედ აქციეს ადამიანებმა. თუმცა, ახლანდელ თაობას, აღარც ღმერთის სჯერათ, აღარც ტრადიციებს აქცევენ ყურადღებას და მათ ტვინამდე მაინც ვერ მივა ის, რასაც მე აქ ვწერ. მაგრამ ჩემი ვალია, რომ დავწერო, რომ მათ წაიკითხონ და გაიაზრონ (თუკი გაიაზრებენ) რომ პატიოსნებას ფასი ყოველთვის ექნება იქაც კი, სადაც ყველაზე თავაშვებული და აღვირახსნილი ადამიანები ცხოვრობენ. იგივე ინგლისელები, იგივე ფრანგები, იგივე ამერიკელები (მათ შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ჩვენ ვართ შეურაცხყოფის ღირსნი) ქალიშვილობის ინსტიტუტს მიესალმებიან და აქ საქართველოში, ყველას ჰგონია, რომ ქალიშვილობას ფასი არ აქვს. მაგალითად კი მინდა მოგიყვანოთ ერთ-ერთი საიტიდან ამოღებული ტექსტი, რომელიც ზუსტად ამ თემას ეხება და რომელმაც გადამაწყვეტინა ეს პოსტი დამეწერა: ამერიკაში ძლიერია ოჯახის კულტი, მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი კი პურიტანული შეხედულებებით გამოირჩევა. ამიტომ, ბუნებრივია, რომ მთელ ქვეყანაში სულ უფრო პოპულარული ხდება "უბიწოების ფიცი", რომელსაც სხვადასხვა ასაკის გოგონები საზეიმოდ დებენ მამებისა და მღვდლის თანდასწრებით. ცერემონიაზე გოგონებს ხელთ უჭირავთ უბიწოების სიმბოლო - თეთრი ვარდები და საკურთხეველზე, ჯვართან ტოვებენ, მამები კი მათ არათითზე ბეჭედს უკეთებენ - ქორწილამდე უბიწოდ ცხოვრების ნიშნად. ფიცის ტრადიციას სულ უფრო ბევრი ოჯახი იცავს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ფიცის ერთგულებას "მამისა და უფლის მუდმივი სიფხიზლე" სჭირდება. ცერემონიაში მონაწილეობის უფლება გოგონებს 5 კლასის დასრულების შემდეგ ეძლევათ - მხოლოდ ამის შემდეგ იღებენ სპეციალურ სერტიფიკატს და ატარებენ ბეჭედს, როგორც მშობლებისა და ღვთისადმი მიცემული ფიცის სიმბოლოს. და ბოლოს: დასკვნები თავად გამოიტანეთ : )))... |
|
სულ კომენტარები: 1 | ||
| ||
Traction Theme by The Theme Foundry
Copyright MyCorp © 2024 | Website Builder Templates | Free site builder - uCoz