14:10 მწარე რეალობა |
გამარჯობათ, მე ნინო ვარ. გადავწყვიტე, დავწერო დღევანდელ რეალობაზე, რომელიც მე პირადად, ძალიან მაწუხებს. ხშირად ვკითხულობ ჟურნალებს, გაზეთებს, შევდივარ სხვადასხვა საიტებზე და ძალიან არ მომწონს "გათანამედროვებული" გოგო-ბიჭების "აზროვნება" (თუკი შეიძლება ამას აზროვნება ვუწოდოთ), რომლებიც სექსის და ინტიმის გარდა ვერაფერზე ან არაფერზე ფიქრობენ. აქაოდა, XX|-ე საუკუნეაო. რა შუაშია საუკუნე? განა საუკუნე განსაზღვრავს პატიოსნებას და გარყვნილებას? საუკუნე აქ არაფერ შუაშია. თვითონ თქვენ უნდა სცეთ საკუთარ თავებს პატივი. უცხოელებს ბაძავთ? მიკვირს.. არადა, უცხოელები ჩვენს ტრადიციებზე გიჟდებიან. ჩვენ კი ჩვენივე პირით, ქცევით უარვყოფთ მას. ასე არ შეიძლება. ჩვენ ქართველები ვართ და ქართულად უნდა ვიცხოვროთ. ტრადიციებს რომ თავი დავანებოთ, ღირსების გრძნობა მაინც არ უნდა დაკარგოთ ხალხნო. პატიოსნება, სიყვარული, რწმენა - აი ამან გადაარჩინა საქართველო და არა ცალკე ადამიანმა. ქართველობა ასოცირდება პატიოსნებასთან, რელიგიურობასთან, სიწმინდესთან და ახლა, XX|-ე საუკუნეში, გინდათ ტრადიციები მოსპოთ? ქართველი ქალები, საკუთარი პატიოსნებით იცავდნენ სმშობლოს, ზუსტად მათ უნდა ვუმადლოდეთ, რომ ჩვენი სახელმწიფო არსებობს, ზუსტად იმ ვაჟკაცებს და ქვეყნისთვის თავდადებულ პატრიოტებს უნდა ვუმადლოდეთ, რომ დღეს ქართველების სახელი ისევ არსებობს. თქვენ კი, ახალგაზრდებო, რას აკეთებთ? გეობა, ლესბოსელობა, გარყვნილება ცხოვრების წესად აქციეთ. ქალიშვილებს დასცინით. რელიგიას არაფრად აგდებთ. ქართველობას უარყოფთ, საქართველოდან წასვლაზე ოცნებობთ. და ამის შემდეგ, საქართველოს თქვენნაირები დაიცავენ? შემირცხვენია თქვენი ქართველობა. მაგრამ თქვენ თვითონ არცხვენთ საკუთარ სახელსა და ქვეყანას. ალბათ იტყვით, თვითონ რას წარმოადგენს, მორალს რომ გვიკითხავსო. მეც თქვენი თანატოლი ვარ. 18 წლის და გული ძალიან შემტკივა, როცა ამდენ გარყვნილებას ვხედავ და ვისმენ ყოველდღიურად. საქართველო არ უნდა გადაგვარდეს. მტრებს გული არ უნდა გავუხაროთ (მტრებში განსაკუთრებით ევროპას და ამერიკას ვგულისხმობ, ვისკენაც გვაქვს გეზი აღებული და მათი "მენტალიტეტით" ვაპირებთ ცხოვრებას). დაიმახსოვრეთ, საქართველო გადაარჩინა რწმენამ და პატიოსნებამ! თუკი გამოფხიზლდებით, ღმერთი ჩვენსკენ იქნება. იმედია, საქართველოს სოდომ-გომორად არ გადააქცევთ! თქვენს ნამუსზე იყოს, ახალგაზრდებო! წინაპრებმა თავიანთი ვალი უკვე მოიხადეს და მათ სახელს ნუ შევარცხვენთ. ვიცხოვროთ ისე, როგორც ნამდვილ ქართველებს შეეფერებათ და არა ისე, როგორც ცხოვრობენ უცხოელები. დაე ისინი მოილტვოდნენ ჩვენსკენ და ჩვენი ტრადიციებისკენ (ასეც არის). ახლა კი მინდა ჩემი გულისტკივილი ლექსად მოგწეროთ. ვიცი, ბევრი განმსჯის, მაგრამ არ მეშინია, რაც მთავარია, ჩემი სათქმელი უნდა ვთქვა ხმამაღლა: საქართველოს მთებს და ველებს, საქართველოს ქალაქებს, მალე დაანაწევრებენ, სხვები აატალახებს. საქართველოს მთებს და ველებს, უმოწყალოდ ჰყიდიან, ჯიბეგასქელებულები, საზღვარგარეთ მიდიან. საქართველოს მთებს და ველებს, მტრებს უგდებენ საჯიჯგნად, მალე ჩვენი არ ერქმევა, თბილისსა და ასპინძას. დედაენას გვიჩაგრავენ, გვაძალებენ ინგლისურს, უცხოეთში ასაღებენ, პროდუქციას, თბილისურს. ისტორია ვერ წაგვართვეს, მაგრამ ძალად ცდილობენ, მოგვიშალონ ტრადიცია, რაღაცას ცოდვილობენ. რელიგიას, ჩვენთვის ძვირფასს, ქრისტიანულ სიწმინდეს, უარჰყოფენ სატანურად, მაგრამ ვერ მოიცილეს. კვლავ ცდილობენ, მომავალი, უსწავლელად გავლიოთ, სხვის მონებად გადავიქცეთ, სხვა ჭიქიდან დავლიოთ. აშინებენ ქართველ მშობლებს, აშინებენ შვილებით, თუკი ხმას ამოიღებთო, განწირულნი იქნებით. მაგრამ ნუ შეგეშინდებათ, ყველა დავდგეთ გვერდიგვერდ, ქართველს მონად ვერ გაიხდით, სატანებო, შეიგნეთ. არ დავუშვებთ საქართველოს, მტრის ხელებში ჩაგდებას, ჩვენი ენის, რელიგიის, ერის მასხრად აგდებას! |
|
სულ კომენტარები: 0 | |
Traction Theme by The Theme Foundry
Copyright MyCorp © 2024 | Website Builder Templates | Free site builder - uCoz