მთავარი » 2011 » სექტემბერი » 12 » ინტერნეტდამოკიდებულება
10:40
ინტერნეტდამოკიდებულება
    უკვე დიდი ხანია, რაც ბლოგში  არაფერი დამიწერია. ალბათ ინფორმაციის სიმცირის გამო. მაგრამ დღეს, ერთ-ერთ საიტზე "ძრომიალისას, ყველასათვის საინტერესო თემას გადავაწყდი.. ეს არის, ინტერნეტდამოკიდებულება. ალბათ დამეთანხმებით, როცა დილა თენდება, ყველას ერთი სული გვაქვს, როდის მივუსხდებით საყვარელ კომპიუტერს და "დავიპყრობთ" სსხვადასხვა სოციალურ ქსელებსა თუ სხვა საინტერესო საიტებს. მშობლები კი ამით განრისხებულნი არიან : ). ო, როგორ მძულს ის მომენტი, როდესაც მშობლები კომპის გამორთვას მაიძულებენ : @ :D... ან, როცა მეზობელი შემოდის და "ცოტა ხნით" გთხოვს, კომპთან დამაჯინეო.. ეს "ცოტა ხანი" კი საათობით გრძელდება და მეც "ლომკებში" ვვარდები : D. ასეა თუ ისე, კომპიუტერი და მასთან ერთად ინტერნეტი, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, მოსწონთ თუ არა ეს მშობლებს : ). ეხლა კი გთავაზობთ რჩევებს (ეს უფრო მშობლებს გამოადგებათ  :D), რომელიც დაგეხმარებათ (ასე თუ ისე) დაძლიოთ (ან შვილებს დააძლევინოთ) "კომპიმანია".

ინტერნეტდამოკიდებულება
ინტერნეტდამოკიდებულება

მყავს 12 წლის გოგონა. ვერაფრით ვაშორებ კომპიუტერს. ამქვეყნად ყველაფერს ავიწყებს. მგონი, ინტერნეტდამოკიდებულია. როგორ ვუშველო? ამბობენ, რომ როცა ბავშვი კომპიუტერულ თამაშს ელოდება, მის სისხლში სტრესის ჰორმონის დონე იზრდება. სხვა ზიანის მოტანაც შეუძლია კომპიუტერთან დიდხანს ჯდომას?





კომპიუტერის მავნეობაზე საუბრისას მშობლები უმთავრესად მხედველობის დაზიანებას ან გაკვეთილების მოუმზადებლობას გულისხმობენ. უმრავლესობამ არ იცის, რა მასშტაბის ზიანი მოაქვს მრავალრიცხოვან ომებს კოსმოსურ ურჩხულებთან და წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინტერნეტდამოკიდებულება. აი კომპიუტერული დამოკიდებულების ზოგიერთი ნიშანი:

  • ვირტუალურ სივრცეში შესვლით გამოწვეული ეიფორია;
  • ინტერნეტის გამო უარის თქმა ჭამასა და ძილზე;
  • ეკრანთან მრავალი საათის გატარება;
  • მეხსიერებისა და აზროვნების დაქვეითება;
  • ელექტრონული ფოსტის განუწყვეტლივ შემოწმების სურვილი;
  • საოჯახო საქმეების მიმართ ინტერესის დაკარგვა, ახლობელთა სათხოვრის იგნორირება;
  • გაღიზიანება, როცა ვინმე ან რამე აიძულებს მათ, ინტერნეტს მოსწყდნენ.

მოზარდები, ისევე როგორც ზრდასრული ადამიანები, გვიან ღამემდე, ზოგჯერ დილამდეც კომპიუტერთან სხედან და გამოუძინებლები რჩებიან, მაგრამ ეს პრობლემის მხოლოდ ნაწილია. თუ ბავშვი მუშაობს არა ახალი თაობის მონიტორთან, არამედ ძველთან, ის განიცდის მაღალი ხარისხის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ზემოქმედებას და იმყოფება ელექტროსტატიკური ველის მოქმედების ზონაში. ეს ველი ფანტავს ეკრანზე მოხვედრილ მტვრის ნაწილაკებს, რომლებიც აზიანებს სახის კანსა და თვალებს. მართალია, კონდიციონერი, იონიზატორი, მტვერსასრუტი, მტვრის ფილტრი და სველი წესით დალაგება ამცირებს მათ მავნე ზემოქმედებას, მაგრამ უმჯობესია, მიზეზი მოსპოთ. კომპიუტერთან დიდხანს უძრავად ჯდომა ტვირთავს კისერს, ზურგს, კიდურებს, იწვევს სახსრებისა და თავის ტკივილს, ადუნებს კუნთოვან სისტემას, აუარესებს აღნაგობას.


მოიპოვეთ ინფორმაცია
მოიძიეთ ინფორმაცია ისეთი ადამიანების შესახებ, რომლებიც ცდილობენ, ებრძოლონ კომპიუტერულ დამოკიდებულებას. საინფორმაციო ქსელში მოიძებნება ტესტებიც, რომელთა მეშვეობითაც დაადგენთ, მართლა არის თუ არა თქვენი ქალიშვილი ინტერნეტდამოკიდებული. შესთავაზეთ ბავშვს ამ ტესტების გავლა.


მშვიდობიანი გზით
დემოკრატული პრინციპებით ბავშვის აღზრდა მანამდეა კარგი, სანამ ბავშვი არ გააკეთებს არჩევანს, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. მიუხედავად პროტესტისა, აუცილებელია, კომპიუტერთან მისი კონტაქტი მკაცრად შეიზღუდოს, მით უმეტეს, თუ ის სკოლის მოსწავლეა. ნუ მისცემთ უფლებას, კომპიუტერთან ორ საათზე მეტხანს იჯდეს. ამ ხნის განმავლობაშიც ორჯერ უნდა შეისვენოს, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს, იმოძრაოს, გაივარჯიშოს. ნუ აუწევთ ხმას და ნუ დაამცირებთ ბავშვს უხეში გამოთქმებით - ეს კონფლიქტს გააღრმავებს. ესაუბრეთ მშვიდად, კეთილგანწყობით, მაგრამ მტკიცედ.


შეცვალეთ ჰობი
მშობლების მთავარი შეცდომა ის არის, რომ ისინი იწყებენ კომპიუტერთან ომს. ეს ისევე არაბუნებრივია, როგორც ტელეფონთან, ტელევიზორთან, მაცივარსა და კაცობრიობის სხვა გამოგონებებთან ბრძოლა. მთავარია, მივაგნოთ მიზეზს, რომლის გამოც ბავშვი კარგავს ინტერესს ყველა სხვა საყვარელი საქმიანობის მიმართ, გაურბის რეალობას და ეჯაჭვება კომპიუტერს. უნდა გავიგოთ, ხომ არ აქვს უთანხმოება ამხანაგებთან და ხომ არ ეძებს ვირტუალურ მეგობრებს; ნუ დასჯით და ნურც სასჯელით დაემუქრებით ცუდი ნიშნების გამო. რაც უფრო მეტ სითბოს იგრძნობს ბავშვი მშობლებისგან, მით უფრო ნაკლები ექნება საბაბი ვირტუალური მეგობრების საძიებლად. ასაკთან ერთად იცვლება ინტერესებიც. შესაძლოა, ბავშვმა დაკარგოს ინტერესი იმის მიმართ, რაც აქამდე იტაცებდა, შემცვლელი ვერ იპოვოს და Iთ-ტექნოლოგიების ანკესზე წამოეგოს. მიაწოდეთ იდეები იმის თაობაზე, როგორ გაატაროს თავისუფალი დრო, თავადაც აქტიურად ჩაერთეთ მის საქმიანობაში და უჩვენეთ მაგალითი. მით უმეტეს, ზაფხულში შეიძლება ბევრი რამით დააინტერესოთ. თქვენი პირმშო თანდათან მოშორდება მონიტორს.

ნანახია: 854 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

გაუზიარე მეგობრებს

ძებნა

შესვლის ფორმა

გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 22

მინი-ჩატი

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

www.wsa.ge
სულ საიტზე 6
სტუმრები 6
მომხმარებლები 0