17:16 აგნოსტიციზმი |
ამ ბოლო დროს, ძალიან ხშირად ვხვდები (ინტერნეტში) მართლმადიდებლური ქრისტიანობის წინააღმდეგ დაწერილ სტატიებს, რაც ძალიან მაღელვებს. რატომღაც ქრისტიანობას ებრძვიან, უნდათ საბოლოოდ მოშალონ. ეს ცალკე თემაა, მაგრამ მე რაზეც მინდა გესაუბროთ, ასე თუ ისე, უკავშირდება ამ პრობლემას. დღეს ხშირად მოისმენთ "თინეიჯერებისა" და "ძერზსკი"(როგორც თვითონ უწოდებენ საკუთარ თავს) საზოგადოების მხრიდან შემდეგ სიტყვებს: "მე ათეისტი ვარ", "მე აგნოსტიკი ვარ". ხოლო ვინც მორწმუნეა და ცხოვრობს ქრისტიანულად, მათ დასცინიან, "ეკლესიის მონებსა" და "ფანატიკოსებს" უწოდებენ! "ქსენოფობი", "ფანატიკოსი," "ფსევდო პატრიოტი" - ეს სიტყვები უკვე მათ სავიზიტო ბარათად იქცა და არც იშურებენ მათთვის, ვინც ტრადიციების მიმდევარია და სამშობლო უყვარს. ერთგვარი ცინიზმიც ახლავს მათ გამონათქვამებს. ცდილობენ აბუჩად აიგდონ პატიონება, რელიგია, ტრადიციები... ეს ყველაფერი კი ამაზრზენი გახდა. გულის ამრევიც კი არის. გადავწყვიტე, მომეძიებინა ინფომაცია აგნოსტიციზმის, ათეიზმისა და სატანიზმის შესახებ. მაშ ასე: აგნოსტიციზმი - აგნოსტიციზმი (ლათინური ფორმა ძველბერძნული სიტყვისა ἀγνωστικισμός agnōstikismós, ἀ-γνoεῖν, a-gnoein „არა-ცოდნა,უცნობი,შეუცნობელი"; შეადარე გნოსისი დაგნოსტიციზმი) -- ფილოსოფიური მოძღვრება, განსაზღვრული შეხედულება, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ უარყოფს სამყაროს შემეცნების შესაძლებლობას. აგნოსტიციზმი ეჭვის ქვეშ აყენებს მსჯელობის ჭეშმარიტების მტკიცებასა და უარყოფას შემეცნების რიგ სფეროებში, განსაკუთრებით მეტაფიზიკასადა თეოლოგიაში. აგნოსტიციზმის მიხედვით ყოველი მსჯელობა, რომელიც უმაღლესი ჭეშმარიტების ან აბსოლუტის, ღმერთის არსებობა-არარსებობას ეხება, უსაფუძვლოდ უნდა ჩაითვალოს, რადგან შემმეცნებელი ვერ გადავა მისთვის დაწესებულ ზღვარს, ვერ მოიპოვებს ჭეშმარიტ გნოსისს(ცოდნას). აგნოსტიციზმი ადამიანური ცოდნის პრინციპულ შეზღუდულობას იცავს, რაც არ გამორიცხავს ტრანსცედენტურის არსებობას. აგნოსტიციზმი ისევე უთანხმდება ათეიზმს, როგორც თეიზმს , თუმცა ღმერთის რაციონალური შემეცნების ყოველგვარ შესაძლებლობა უარყოფილია.შესაბანისად, კითხვაზე ”არსებობს თუ არა ღმერთი” აგნოსტიკოსი არც დადებითად პასუხობს და არც უარყოფითად. მისი პასუხი იქნება ”არ ვიცი და არც შემიძლია ვიცოდე”. ძველი წელთაღრიცხვის 5 საუკუნის ბერძენი სოფისტი პროტაგორა ასე განმარტავდა თავის აგნოსტიკურ შეხედულებას:„ღმერთებისა არაფერი მსმენია,არცა მათ არსებობაზე და არცრა მათ არარსებობაზე." აგნოსტიციზმი აღმოცენდა სკეპტიციზმის ფორმით ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში (პირონი) და კლასიკური გაფორმება ჰპოვა ჰიუმისა და კანტის ფილოსოფიაში. თანამედროვე დასავლურ ფილოსოფიაში აგნოსტიციზმის ნაირსახეობად ითვლება იეროგლიფების თეორია. ასევე ნეოპოზიტივიზმის, ეგზისტენციალიზმის და სხვა მიმდინარეობათა წარმომადგენლებმა სცადეს დაესაბუთებინათ სამყაროსა და ადამიანის შემეცნების შეუძლებლობა. თვით ტერმინი ”აგნოსტიციზმი” ბენებისმეტყველის,პროვესორ ტომას ჰენრი ჰაქსლის მიერ ”მეტაფიზიკური საზოგადოების” სხდომაზე 1876 წელს იქნა შემოღებული. მისივე განმარტებით, აგნოსტიკოსი არის ადამიანი, რომელის უარს ამბობს ღმერთთან დაკავშირებულ რწმენა-წარმოდგენებზე და დარწმუნებულია, რომ ნივშებისა და მოვლენების პირველსაწყისი უცნობია რამდენადაც ამის შემეცნება შეუძლებელია. სხვა სიტყვებით აგნოსტიკოსია ის, ვინც მიუღწევლად თვლის ღმერთის არსებობა-არარსებობის დამტკიცებას ან უარყოფას. ტერმინი გამოიყენება ბერკლის , ჰამილტონის, სპენსერის, დავიდ იუმისა და სხვათა ფილოსოფიურ შეხედულებებთან მიმართებაში. ათეიზმი - ათეიზმი (ბერძნ. άθεος, ღმერთის გარეშე) — მსოფმხედველობა, რომელიც უარყოფსღმერთის, ღვთაებების და სხვა ზებუნებრივი ძალების არსებობას. ათეისტებს ზოგადად არელიგიურებად მიიჩნევენ, თუმცა ზოგიერთი რელიგია, როგორიცაა ბუდიზმი, ათეისტურად ხასიათდება. ათეისტის ქართული შესატყვისია ურწმუნო (და არა უღვთო, ვინაიდან ეს უკანასკნელი უფრო ადამიანის ხასიათს გამოხატავს ვიდრე მის შეხედულებებს). მატერიალისტური ათეიზმი არ ცნობს ზებუნებრივ მოვლენებს და მათ ამსახველ ნაწერებსა თუ მონათხრობს, ამბებს მათ შესახებ უნდობლობას უცხადებს და უგულებელჰყოფს, შესაბამისად, იგი უარყოფს ნებისმიერი ღვთაებისა თუ ღმერთის არსებობას. ათეისტური შეხედულება რაციონალიზმს ეყრდნობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თითოეული ათეისტის განათლებასა და კულტურიდან გამომდინარე ათეიზმის განსხვავებული ფორმები არსებობს. აუცილებელია ათეიზმის გამიჯვნა აგნოსტიციზმისაგან, რამეთუ ეს უკანასკნელი არ უარყოფს ზებუნებრივის არსებობას, აგნოსტიციზმის თანახმად, მისი შეცნობა უბრალოდ აღემატება ადამიანის შესაძლებლობებს. ათეიზმის მკაფიო განსაზღვრება დაბრკოლებულია იმის გამო, რომ ზოგჯერ იგი ერთდროულად აღნიშნავს რწმენის არქონასა და სარწმუნოების გააზრებულ და რეალურ უარყოფას. ამ ხარვეზის შესავსებად მრავალნაირი განსაზღვრება იქნება მოწოდებული, რომელთა უმრავლესობაც ათეიზმს განსაზღვრავს როგორც ამა თუ იმ ღვთაების რწმენის არქონას. გარდა ამისა, ღვთაებრიობის მრავალგვარ განსაზღვრებას ერთგვარი განუსაზღვრელობა შემოაქვს ათეიზმის ცნებაში. ათეიზმის მიერ უკუგდებული მოვლენები შეიძლება იწყებოდეს ღმერთის გაპიროვნებული გამოსახულების (როგორც მაგალითად ქრისტიანობაში) უარყოფიდან ყოველგვარი სულიერი, ზებუნებრივი და ტრანსცენდენტალური რეალობის (მაგ. ბუდიზმსა და ინდუიზმში) უარყოფამდე. მეცნიერული ათეიზმი [რედაქტირება]განმანათლებლობის ხანიდან მოყოლებული მეცნიერების წინსვლა საშუალებას იძლევა სულ უფრო და უფრო დამაკმაყოფილებლად აიხსნას სამყარო ღმერთის (ცნების) მოუშველებლად. ამის საილუსტრაციოდ გამოდგება ცნობილი გასაუბრება ნაპოლეონსა და პიერ სიმონ ლაპლასს შორის:
მეცნიერთა გარკვეული ნაწილი არ ეთანხმებოდა ლაპლასს და აღნიშნავდა, რომ გულდასაწყვეტია ლაპლასის მომჭირნეობა იმ ჰიპოთეზის მიმართ, რომლის „ღირსებაც არის ის, რომ იგი ყველაფერს ხსნის", ამაზე ლაპლასს ფრანგი იმპერატორისათვის მიუგია:
მაშინ როდესაც ცოდნა სამყაროს შესახებ (უფრო ზოგადად კი მეცნიერება) თავისი განვითარების საწყის ეტაპზე იყო, ოკამის სამართებელი (ანუ მომჭირნეობის პრინციპი) მორწმუნეთა მხარეს იხრებოდა, რამეთუ ღვთისმეტყველები კაცობრიობის რთულ კითხვებს მარტივ, ადვილად გასაგებ პასუხებს სცემდნენ, ეს ამართლებს ღმერთის ჰიპოთეზის მოხმობას რაციონალურ მსჯელობებში. არისტოტელეს მოსაზრება წესად იყო ქცეული: მცირედ განჭვრეტადი მთვარისქვეშა სამყარო, რომელსაც განაგებს ცალმიმართული მოძრაობანი (წონის მქონე სხეულთა ვარდნა, წყლის ორთქლის აღმასვლა) უპირისპირდებოდა, მთავრის სფეროს მიღმა მდებარე, ციურ სამყაროს რომელიც სრულიად გასაგები იყო და რომელიც საუკუნო ციკლებისაგან შედგებოდა; მთელი სირთულე „სხვა, ღვთიურ სამყაროში" იყო გადატანილი. მაგრამ მეცნიერების განვითარების კვალად წარმოჩნდა ისეთი მოვლენები და ცნებები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდა სამყაროს ახსნა ღვთიური ჩარევის გარეშე. მეცნიერული ათეიზმი განისაზღვრება როგორც მიდგომა, რომლის მიხედვითაც რწმენის როლი სამყაროს ახსნაში ძალადაკარგულია.
|
|
სულ კომენტარები: 6 | ||||||
| ||||||
Traction Theme by The Theme Foundry
Copyright MyCorp © 2024 | Website Builder Templates | Free site builder - uCoz